Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ბუნებრივი ღვინისა და მუსიკის ფესტივალი SUPERNATURAL ბათუმში გაიმართება

14 თებერვალს ბათუმი ბუნებრივი ღვინისა და მუსიკის ფესტივალს — SUPERNATURAL — უმასპინძლებს. ღონისძიება Warehouse-თან კოლაბორაციით, სივრცე ROOMS Batumi-ში ჩატარდება და გააერთიანებს ღვინისა და მუსიკის მოყვარულებს.

SUPERNATURAL ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 50 ნატურალური მარანი საქართველოს ყველა რეგიონიდან. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ როგორც კარგად ცნობილი, ასევე ახალი, ძველი და იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებიდან დამზადებული ღვინოები. ფესტივალის მთავარი მიზანია ბუნებრივი ღვინის კულტურის პოპულარიზაცია და მეღვინეებსა და მომხმარებლებს შორის პირდაპირი დიალოგის ხელშეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება Wine Talks-ის სერია — საგანმანათლებლო ლექციები და დისკუსიები ღვინის თემატიკაზე, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ საერთაშორისო და ქართველ ექსპერტებს, ასევე პირადად გაესაუბრონ ფესტივალის მონაწილე მეღვინეებს.

Wine Talks-ის პროგრამა 14:00 საათზე დაიწყება და მოიცავს შემდეგ თემებს:

  • „ქართული ღვინო მსოფლიო რუკაზე“ — ჯონ ვურდემანია
  • „ზღვის გავლენა ბუნებრივ ღვინოზე“ — ორიოლ არტიგასი (ესპანეთი)
  • „8000 წელი ერთ წიპწაში: ღვინის უძველესი კვალი“ — არქეოლოგი გიორგი ბიძინაშვილი
  • „ქართული ღვინის მრავალფეროვნება და პერსპექტივები“ — მადს კლეპე (ნორვეგია)

15:00 საათიდან ფესტივალი გადაინაცვლებს დეგუსტაციის ნაწილზე, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად გაეცნონ სხვადასხვა მარნის ფილოსოფიასა და სტილს.

დღის დასკვნით ეტაპზე, 17:00 საათიდან, SUPERNATURAL მუსიკალურ სივრცედ გადაიქცევა. სცენაზე წარდგებიან Zurkin, Nika J და verb.2702, ხოლო მუსიკალურ განწყობას SKAZZ შექმნის. მუსიკალური პროგრამა ორგანულად ერწყმის ფესტივალის კონცეფციას და ბუნებრივი ღვინის თავისუფალ, ექსპერიმენტულ და ცოცხალ ხასიათს უსვამს ხაზს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა