Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი 2025 — ღვინის სტიქია მთაწმინდის პარკში

ღვინო სტიქიის არის საგანი

გალაკტიონ ტაბიძე

2025 წლის 10 მაისს, მთაწმინდა კვლავ ქართული ღვინის კულტურის საზეიმო არეალად იქცა. უკვე ღვინის ყველა პროფესიონალმა თუ მოყვარულმა ადამიანმა იცის, რომ მაისის თვის მეორე შაბათს ახალი ღვინის ფესტივალი იმართება. წელს ფესტივალი მეთქევსმეტედ ჩატარდა და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 168 მეღვინე მონაწილეობდა.

გარემო, რომელიც ტრადიციის, განახლების, სიხარულისა და მეგობრობის ერთობას ქმნიდა, სტუმრებისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, ვინაიდან, ფესტივალზე მოსული ადამიანების ნაკადი საათიდან საათამდე იზრდებოდა.  

ფესტივალში მონაწილე მეღვინებმა წარმოადგინეს  2024 წლის ღვინოები, დეგუსტაციის პროცესი კი წარსულისა და თანამედროვეობის ცოცხალ დიალოგად იქცა.

ახალი ღვინის ფესტივალი არ ყოფილა მხოლოდ ღვინის დაგემოვნების საზოგადოებრივი აქტი.

როგორც მეღვინეებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, ფესტივალი იქცა ისტორიული მეხსიერების, გამოცდილებისა და თვითმყოფადობის გადაკვეთის წერტილად.

ახალი ღვინის ფესტივალი 2025 კი სწორედ საერთო იდეის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს მასპინძლობდა, რომელთათვისაც ღვინო კულტურულ არტეფაქტად აღიქმებოდა — იდენტობის, შემოქმედებისა და კუთვნილების მატარებელ სასმელად.

ახალი ღვინის ფესტივალი 2025-ის სტუმრები

ტრადიციული საფესტივალო ქვევრი. წელს „კაპიტოს მარნის“ დანახარული ამშვენებდა ქვევრს.​

ქვევრის გახსნა — ღვინო დანახარული, მარანი კაპიტო

ქვევრის გახსნილის ტრადიციული ნაწილი — მრავალჟამიერი, „მრავალჟამიერ ღმერთმან ინებოს თქვენი სიცოცხლე“

საუკეთესო ღვინოების გათამაშება

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა