Home
ქართული | English
აგვისტო 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

The Guardian – “ქვეყანა 8000 წლიანი ღვინის ისტორიით”

ცნობილი ბრიტანული გამოცემა - The Guardian -  საქართველოსა და ქართული ღვინოების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

მსოფლიოში ხშირად საუბრობენ საფრანგეთზე, იტალიასა და ესპანეთზე, როგორც კლასიკური ღვინის მთავარ ცენტრებზე, თუმცა ნამდვილი „ძველი სამყაროს“ საწყისებთან მისასვლელად გზა საქართველოსკენ მიდი, სადაც მეღვინეობის ტრადიცია 8 000 წელზე მეტს ითვლის. კავკასიის ამ მიწაზე ღვინო კულტურის, იდენტობისა და სტუმართმოყვარეობის განუყოფელი ნაწილია.

საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, ასეთმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ თითქოს მათი ღვინის ხასიათზეც დატოვა კვალი. ქვეყანა მრავალ იმპერიას გადაურჩა, მათ შორის სპარსელებს, ოსმალებსა და მონღოლებს, ხოლო მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშიც იყო. საბჭოთა პერიოდში, 1922-დან 1991 წლამდე, აქცენტი ღვინის რაოდენობაზე კეთდებოდა და არა ხარისხზე. თუმცა თანამედროვე ქართველი მეღვინეები ამ მემკვიდრეობას შეგნებულად ეწინააღმდეგებიან, ისინი ხარისხზე, ადგილობრივ ჯიშებსა და ტრადიციებზე ამახვილებენ ყურადღებას.

დღეს საქართველოში 500-ზე მეტი ადგილობრივი ვაზის ჯიშია დაცული, რაც ღვინოებს გამორჩეულ მრავალფეროვნებას სძენს. 2007 წელს ამერიკელმა მეღვინემ ჯონ ვურდემანმა, Pheasant’s Tears-ის თანადამფუძნებელმა, ქართულ ღვინოს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის ახალი შესაძლებლობა მისცა. მოგვიანებით, ისეთი გავლენიანი ფიგურებიც, როგორიცაა Yotam Ottolenghi, აქტიურად ჩაერთნენ მის პოპულარიზაციაში. შედეგად, ქართულმა ღვინომ  ახალი აუდიტორია შეიძინა და  ბრიტანეთში გაყიდვებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ელემენტია ქვევრი — მიწაში ჩაფლული, კვერცხის ფორმის თიხის ჭურჭელი, სადაც ღვინოს აყენებენ. ეს მეთოდი ნეოლითის დროიდან მოდის და განსაკუთრებით ცნობილია კანთან კონტაქტით დაყენებული „ქარვისფერი“ ღვინოებით, რომლებიც დასავლეთში „ნარინჯისფერი ღვინის“ სახელით გახდა პოპულარული.

აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონი,  კახეთი,  ქვეყნის მეღვინეობის მთავარი რეგიონია. ცხელი და მშრალი კლიმატი აქ ძლიერ, კონცენტრირებულ წითელ და ქარვისფერ ღვინოებს აყალიბებს. საფერავი - მუქი, ინტენსიური არომატების მქონე ჯიში - ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია. დასავლეთ საქართველოში კი კლიმატი უფრო ნოტიო და რბილია, რაც მსუბუქ, ცოცხალ და არომატულ ღვინოებს განაპირობებს. იმერეთსა და ლეჩხუმში ისეთი ადგილობრივი ჯიშები გვხვდება, როგორებიცაა ცოლიკოური, კრახუნა, ციცქა და ოჯალეში,  თითოეულს თავისი გამორჩეული ხასიათი და არომატული პროფილი აქვს.

ლონდონის ერთ-ერთი სომელიე ჰანი სპენსერი ქართულ ღვინოს „საბოლოო საზღვარს“ უწოდებს,  ადგილს, სადაც ღვინის მოყვარულს შეუძლია საწყისებთან დაბრუნება. მისი თქმით, ბოლო ათწლეულში ქართული ღვინოები საგრძნობლად შეიცვალა: თუ ადრე ზოგიერთი მათგანი მძიმე და ტანინებით გადატვირთული იყო, დღეს უფრო მსუბუქი, დახვეწილი და დაბალანსებულია.

ქართული ღვინის თანამედროვე აღორძინება მხოლოდ ეკონომიკური წარმატების ისტორია არ არის. ეს კულტურული თვითდამკვიდრების პროცესია -  ტრადიციების გადარჩენა, ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნება და უნიკალური იდენტობის გაცოცხლება.

ვიქტორია ბჟეზინსკი, წიგნის Drinking the World: A Wine Odyssey თანაავტორი, საქართველოს მეღვინეობას „წყაროსთან დაბრუნებას“ უწოდებს. და მართლაც, ვინც ამ ქვეყანას და მის ღვინოს გაეცნობა, იოლად მიხვდება, რომ აქ საუბარია არა მხოლოდ 8 000-წლიან ისტორიაზე, არამედ ცოცხალ ტრადიციაზე, რომელიც დღემდე ვითარდება და ახალ თაობებს საკუთარ გემოსა და ისტორიას უზიარებს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა