ალეკო ცქიტიშვილი - 2 მარტი, 2012 - 17:56
მთავარია, რომ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ვთანხმდებით:
http://vinoge.com/forum/index.php?showtopic=38&st=420&gopid=34058&#entry...
No-spa - 2 მარტი, 2012 - 15:38
მეც მინდოდა ჩემი ქართული გემოვნებიან-კრიტიკული თვალი გადამევლო ფანტოცის ნამუშევრებისთვის, მაგრამ ვერ მოვიძიე
ხმაურიანის და მხიარულის ნაცვლად რომ საოცრად თავმდაბალი იტალიელი დაგხვდათ, ეგ კი ამოგივიდათ, ცოტა არ იყოს და, გულუბრყვილოდ :)
მალხაზ ხარბედია - 1 მარტი, 2012 - 03:06
შეეცადეთ ქართულად წეროთ. ქართული კლავიატურით. ან აქ მაინც გადაიყვანეთ ხოლმე ტექსტი: http://convert.ge/ge/text.shtml
ყველაფერი შეიძლება, თუ რა ტქმა უნდა დღესვე ამერიკის ბაზარზე არ გსურთ დამკვიდრება. + ასე კომენტ–კომენტ ძნელია მეწარმეობის დაწყება!
david - 1 მარტი, 2012 - 01:35
madloba pasuxistvis....da standartizacia mogcems gakidvis uplebas?...tu saqartveloshi agaraa arc xarisxis certifikati,arc sansadguri,arc licenzia gamoshebaze,arc garkveuli standartebi spirtianoba,eterzetebi,filtracia...sainteresoa))...e.i chachac sheizleba/?...bodishi tqven am sakitxis specialisti brdzandebit?...kovelgvari sarkazmis gareshe...martla mainteresebs
მალხაზ ხარბედია - 1 მარტი, 2012 - 00:55
რა თქმა უნდა შეუძლია :) დღეს არაერთი ასეთი ღვინოა ქართულ და უცხოურ ბაზარზე. პირიქით, მართალმა ღვინომ უფრო ადვილად შეიძლება იპოვოს გზა. მთავარია ღვინო გამორჩეული იყოს და დაავადება არ ჰქონდეს.
david - 29 თებერვალი, 2012 - 23:14
pirvel rigshi madloba saitis shemqmnels))....1 shekitxva meqneba tqventan: kvelas moexseneba glexis ojaxshi dakenebuli gvino (karg gvinoze vsaubrob!!))...) gemrielia da mis dalevas araferi sjobs...sheudzlia tu ara kacma daakenos gvino ojaxis maranshi da shemdgom gakidos oficialurad?...anu saxelmcifo nebas dartavs ?davushvat sheqmnas tavisi patara savachro obiekti glexuri cesit dakenebuli gvinistvis?...gtxovt tu vinmem icit pasuxi ar daizarot...
nikoloz - 29 თებერვალი, 2012 - 22:06
ძალიან მაგარი ღვინოა, როდესაც გავსინჯე და ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. წარმატებებს ვუსურვებ დერგს და ვიმედოვნებ მალე უფრო ფართო საზოგადაოება გაიცნობს ამ ღვინოს!
ქვევრი - 28 თებერვალი, 2012 - 17:41
ამ სამი წლის წინათ საქართველოში იყო ჩამოსული და ერთი ბოთლი 1904 წლის ღვინო ჩამომიტანა თვისი პირადი კოლექციიდან. მოიცა და არ გჯერათ? მართლა არ გჯერათ? ეეეჰჰ, ვაი რომ არც მე მჯერა...
ქვევრი - 27 თებერვალი, 2012 - 09:46
მგონი ამ ბოლო წერილით უნდა დაგვეწყო:). რაც შეეხება სტატიას, სამი წლის წინ ეს სტატია პალიტრაში იყო დაბეჭდილი. სხვისი სტატიაა, მაგრამ ჩემი კომენტარებით იყო ბაგრატა პაპაზე. ღვინო არ გამისინჯია. ეს ვაზის მაშინ კი მანახა პაპა ბაგრატამ, მაგრამ იქვე სხვა ვაზებიც იყო...და წარწერები არ ქონია და არც ახლა აქვს. მასთანვე ინახება ერთ–ერთი უძველესი ვაზის შტამბი, უიშვიათესი რამაა. მაშნ რაც მანახა ეს არ იყო ჰიბრიდი, მაგრამ ვერვ იმას ვიტყვი საღვინე იყო უ სასუფრე. მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრს მოჰქონდა ამ ვაზის ლერწები, მაგრამ არა კონკრეტულად იმ ვაზიდან, არამედ მისი სამეზობლოდან. ამაზე მესაუბრა ამჟამად იქ დროებით შესახლებული ვინმე ვაჟა. მან მითხრა, რომ ვისაც რა მიაქვს ყველას "თამარის ვაზათ" მიაქვთ თეთრია თუ წითლიო. მე იქ ბოლოს ორი წლის წინ ვიყავი. შევიარე და იქაურობა დავათვალიერე. კაცი ვერ გაიგებს სადაა ეხლა კონკრეტულად ის ვაზი:( არც ვაჟამ იცის სამწუხაროდ. ის ადგილი მე კი მაქსოვს, მაგრამ მერე ეტყობა გარშემო კიდევ შემოურგო ვაზები პაპა ბაგრატამ. მოკლედ ძირეული კვლევაა საჭირო.
ალეკო ცქიტიშვილი - 26 თებერვალი, 2012 - 23:51
ბაგრატა პაპას ისტორიაში ერთი რამ არის საინტერესო: თვითონ ის ვაზი თუ გაქვს ნანახი და მისი ღვინო თუ გაქვს გასინჯული, რაც ერუშეთიდან ჩამოიტანა და თავის ნაკვეთში დარგო? 1) თუ ეს ჯიში არ არის ჰიბრიდი და კულტურული ჯიშია 2) თუ რომელიმე თურქული ჯიში არ არის და ქართული ჯიშია 3) თუ რომელიმე მესხური ჯიში არ არის და ნამდვილად განსხვავებნული, უსახელო ჯიშია, მაშინ (ამდენუ "თუ"–ს პრობლემის გადაჭრის შემდეგ) ჩემი აზრით, ბაგრატა პაპას ღვაწლი იმსახურებს იმას, რომ ამ ჯიშს თამარის ვაზი ვუწოდოთ და ამ სახელწოდებით გავავრცელოთ. ანუ ბაგრატა პაპა იქნება ნათლია. ეს ტრადიცია ქართუყლ ამპელოგრაფიაში არსებობს. ასე მონათლა მაქსიმე რამიშვილის ჯგუფმა აჭარის ვაზის რამდენიმე ჯიში თავიდან, რადგან აჭარლებს ბევრი საღვინე ჯიშის სახელი დავიწყებული ჰქონდათ. მაქსიმე რამიშვილი ძირითადად იმ სოფლის სახელებს არქმევდა, სადაც ასეთ ჯიშებს პოულობდა. და კიდევ – "ინსტიტუტის გრძელმტევანა" თუ გვაქვს, "თამარის ვაზი" რომ დავარქვათ რომელიმე უსახელო ვაზს, ამით რა დაშავდება?





