Home
ქართული | English
ოქტომბერი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

 მალხაზ ხარბედია

 

ღვინის კლუბის წიგნები

მულტიმედია

კომენტარები

რქაწითელი ქვევრი, გლეხური, 2011

14.00 ლარი

ალაზნის ველზე, ალავერდის მიდამოებში გაშენებული ვენახიდანაა ეს რქაწითელი. ტრადიციული ქართული წესით, ქვევრებშია დაყენებული. ქარვისფერი ღვინოა. პირველივე სურნელებში საკმაოდ ფართო გამა იკითხება, უმთავრესად ტკბილი სუნელების, რომელმაც შეიძლება სააღდგომო პასკაც გაგახსენოთ თავისი არომატით. ეს სურნელი შემდეგ დიდხანს ვითარდება და რაც მთავარია, ღვინოს დაბოლოებაც ხანგრძლივი აქვს. კარგი მისაყოლებელი იქნება ნიგვზიან კერძებთან, ნიგვზიანი ბადრიჯნიდან დაწყებული, ხარჩოთი დამთავრებული.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა