1. ვამზადებთ ბულიონს - საქონლის ძვლიანი ხორცი+სხვადასხვა ბოსტნეული (ხახვი, ნიორი, პრასი, სტაფილო, მწვანილები) + დაფნის ფოთოლი, შავი წიწაკის მარცვლები, წითელი წიწაკა (ანისული, მიხაკი... მოკლედ, თქვენი გემოვნების მიხედვით);
2. ამზადებთ ცომს, ხინკლის ფარშს თქვენეული ინტერპრეტაციით და ახვევთ ფორმებად.
3. წვნიანის სუფრასთან მიტანის წინ, მომზადებულ ბულიონში ხარშავთ წინასწარ მომზადებულ ხინკალს. მე სოკოც დავამატე ბულიონს;
4. თეფშზე გაანაწილეთ მოხარშული სოკო და ხინკლები; მორთეთ მწვანილითა და ბოსტნეულით (სურათზე წვრილად აქნილი სტაფილო და პრასი იწონებს თავს).