ქინძმარაულის ზონაში დაკრეფილი საფერავიდან დაყენებული ეს ღვინო კარგი, ელვარე გარეგნობით ხასიათდება, ალუბლისფერია. ხავერდოვანი, ტკბილი ტანინებით სავსე ქინძმარაულია, სასიამოვნო მჟავიანობის მქონე, სურნელში წითელი ქლიავისა და ატმის მურაბის ტონებს იგრძნობთ. დალიეთ გაგრილებული და მიაყოლეთ ზაფხულის ხილს, ალუბლიან ნამცხვრებს, ქლიავის კვერებს.
© vinoge.com