საჭირო მასალა: 4-5 ცალი ქათმის ხორცის ფილე, ზეთი – შესაწვავად. საფანელისთვის – 3 ს.კ. არაჟანი, ან მაიონეზი, 2 ს.კ. პურის ფქვილი, 3 ს.კ. ორცხობილას ფხვნილი, 1-2 ცალი კვერცხი, 3-4 ს.კ. სეზამის მარცვლები, მარილი, წიწაკა, პაპრიკა – გემოვნებით.
მოზადება: ქათმის ფილე თხლად დავჭრათ, მოვაყაროთ, მარილი და წიწაკა. პაპრიკა ავურიოთ არაჟანში. ერთ თეფშზე მოვათავსოთ ფქვილი, მეორეზე – გათქვეფილი კვერცხი, ხოლო მესამეზე – ორცხობილას ფხვნილში არეული სეზამის მარცვლები. ხორცის ნაჭრებს წავუსვათ არაჟანი, ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, ბოლოს სეზამის მარცვლებში და შევწვათ გაცხელებულ, ზეთდასხმულ ტაფაზე.
© ღვინის კლუბი/Weekend