
საჭირო მასალა: 200გ შაქარი, 2 ცალი ლიმონი, 1 კვერცხის ცილა, 25 გ ჟელატინი, 100გ ყურძენი, 1 ს/კ რომი. 3 ს/კ გათქვეფილი ნაღები და 5-6 ცალი ნუში მოსართავად.
მომზადება: 3 ჭიქა ცივ წყალში გავხსნათ შაქარი, ავთქვიფოთ ცილა, ჩავდოთ ჟელატინი და დავდგათ ნელ ცეცხლზე, ვიდრე არ დაიწმინდება. ცეცხლიდან გადმოდგმულს შევურიოთ ორი ლიმნის ცედრა, წვენი და რომი. ბოკალში ძირზე ჩავდოთ შეგრილებული მასა, შემდეგ ყურძნის მარცვლები და დავფაროთ ჟელეთი. დავდგათ გასაციებლად. როცა შემაგრდება, ისევ დავაწყოთ ყურძნის მარცვლები და შემდეგ ჟელე მოვასხათ. ასე მოვიქცეთ, ვიდრე ბოკალი არ შეივსება. გავაციოთ და სუფრასთან მიტანისას მოვრთოთ ნაღებითა და ნუშით.
© ღვინის კლუბი/“Weekend“