
მასალა:
1 კგ. გატარებული ღორის ხორცი (ან შერეული საქონელთან)
დაჭრილი ოხრახუში,
მარილი, პილპილი
დარიჩინი
1 ხახვი, დაბლენდერებული ან წვრილად გახეხილი
2-3 კბილი ნიორი, წვრილად გახეხილი ან დაბლენდერებული
2 კვერცხი
2-3 ჩ/კ რძე
4-5 კარგად მოხარშული კვერცხი
მომზადება:
ხორცი, ხახვი, ნიორი, მარილი, პილპილი, დარიჩინი, კვერცხი, მწვანილი, რძე აურიეთ კარგად. შემდეგ ღუმელის ფორმაშივე გააბრტყელეთ ხელით მიღებული ფარში და სიგრძეზე დააწყვეთ მოხარშული კვერცხი. მერე გადაადეთ გვერდები, დაფარეთ კვერცხი და მიეცით მოგრძო ფორმა. შედგით 160-170 გრადუსზე 1,5 საათი, ან სანამ არ დაიბრაწება. მაშინვე არ დაჭრათ, გააჩერე ½ საათი გამორთულ ღუმელში. შემდეგ კი შეინახეთ ფოლგაში. შეგიძლიათ ცხვრის ან ღორის ბადექონში გაახვიოთ. ბადე კარგად ირეცხება ძმრის და წყლის მიქსით.
© mariaa