

19 დეკემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით, ტრადიციული ცქრიალა ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება თბილისში, „ღვინის ქარხანა №1-ში“ (პეტრიაშვილის ქ. №1), ღვინის ცენტრ „საძველეში“ ჩატარდება.
წინასაახალწლო ფესტივალი ღვინის მოყვარულებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში წარმოებული ყველა სტილის ცქრიალა ღვინო, მათ შორის კლასიკური (შამპანური) და შარმას მეთოდით დაყენებული ღვინოები, ნატურალური ცქრიალა (პეტნატი) და შუშხუნა ღვინოები.
გელით 19 დეკემბერს - მოიმარაგეთ საუკეთესო ცქრიალა ღვინო საახალწლო დღესასწაულებისთვის!
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია ინტერნეტგამოცემა „მარანი“ (vinoge.com)
მარნებმა და კომპანიებმა რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88.
რეგისტრაციის ბოლო ვადა 7 დეკემბერი (ადგილების შევსებისთანავე რეგისტრაცია დასრულდება).
© ღვინის კლუბი/vinoge.com