

ღვინის კლუბი და vinoge.com იწყებენ ფოტოების შეგროვებას რთველის დიდი საარქივო ფონდისთვის!
თუკი მცირე ან დიდი მარნის წარმომადგენელი, მეღვინე ან უბრალოდ რთველის მონაწილე ხართ, გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები - კადრები ვენახიდან და მარნიდან.
რატომ უნდა გამოგვიგზავნოთ ფოტოები?
• საუკეთესო კადრები მოხვდება vinoge.com-ის რუბრიკაში „დღის ფოტო“.
• ფოტოებს გამოვიყენებთ სხვადასხვა სტატიაში თქვენი მარნისა და ავტორის მითითებით.
• ეს მასალები სამუდამოდ დარჩება ღვინის კლუბის ისტორიულ არქივში.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
გამოგვიგზავნეთ ფოტოები ელფოსტაზე: info@wineclub.ge
სათაურში მიუთითეთ: „რთველი"
ტექსტში კი დაგვიწერეთ:
1. მარნის დასახელება და ადგილმდებარეობა
2. ფოტოს ავტორი
3. ფოტოს გადაღების წელი
4. მცირე კომენტარი კადრის შესახებ
მნიშვნელოვანი პირობები:
• ფოტოების ხარისხი: გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ მაღალი ხარისხის (გარჩევადობის) და მკაფიო ფოტოები, რათა მათი ვებგვერდზე განთავსება ტექნიკურად შესაძლებელი იყოს.
• შერჩევის წესი: გამოგზავნილი მასალიდან, საიტზე ფოტოს განთავსების (ან/და სტატიებში გამოყენების) შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ღვინის კლუბი დამოუკიდებლად იღებს.
ველით რთველის ამბებს მთელი საქართველოდან!
© ღვინის კლუბი/vinoge.com