

28-29 მარტს საქართველოს ღვინის კლუბი წარმოგიდგენთ დღეისთვის ერთ–ერთ ყველაზე აქტუალურ თემას. ენოლოგი და ღვინის მკვლევარი დავით ჩიჩუა გაუძღვება ტრენინგს "ღვინის ზადები და დაავადებები".
• ტრენინგზე შევეხებით ძირითად დაავადებებს და ასევე ზადებს: დაჟანგვა, ნემსიწვერას ტონი, UTA, გოგირდწყალბადი, მერკაპტანი, ვეგეტატიური ტონი, თაგვის ტონი, საცობის ტონი, ბრეტანომიცესი და სხვ.
• ტრენინგზე გაისინჯება 15–ზე მეტი სხვადასხვა დაავადებისა თუ ზადის ნიმუში.
• ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე, 11:00 – 16:00 საათები.
• ტრენინგი გაიმართება ღვინის ბარ 8000 მოსავალში
• ტრენინგის ღირებულება: ერთ მსმენელზე შეადგენს 260 ლარს.
• კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო (ღვინის ზადები და დაავადებები, ავტორი დავით ჩიჩუა), ტესტები, სერტიფიკატი, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, სადეგუსტაციო ნიმუშები, მცირე სადილი (2 დღე).
• სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.
ჯგუფის შევსებისთანავე რეგისტრაცია დასრულდება.
• რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88.
• ჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადაა 20 მარტი.
გთხოვთ თანხა გადმორიცხოთ ანგარიშზე:
ააიპ "ღვინის კლუბი"
ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში:GE66TB1144536080100002
თანხა უნდა ჩაირიცხოს არაუგვიანეს 20 მარტისა
© ღვინის კლუბი/vinoge.com