

ყოველწლიურად Wine Enthusiast აქვეყნებს 40 ადამიანის სიას, რომელიც მოიაზრებს სასმელების სამყაროში გამოჩენილ ახალ თაობას. ამ სიაში ხვდებიან მეღვინეები, სომელიეები, დისტილატორები, მეწარმეები, მასწავლებლები და იდეების ქომაგები, რომლებიც გვიზიარებენ არა მხოლოდ იმას, თუ რას სვამენ, არამედ იმასაც, თუ რას ფიქრობენ დალევის შესახებ.
2025 წლის გამარჯვებულებს სიაში მოხვედრის შემდეგ ერთი ამოცანაც ჰქონდათ, მათ პასუხი უნდა გაეცათ შეკითხვებზე, რომლებიც ინდუსტრიის არსებით ცვლილებებს უკავშირდება: რა შეიცვალა უკეთესობისკენ? რა რჩება პრობლემად? რას ნიშნავს სინამდვილეში „მდგრადობა“?
გამოკითხულთა პასუხები მოულოდნელი არ ყოფილა — ყველა მათგანს თავისი მკაფიო ხედვა ჰქონდა. აქ წარმოგიდგენთ მათ მოსაზრებებს, რომლებიც აჩვენებს, როგორ აფასებენ Future 40-ის წარმომადგენლები კლიმატის ცვლილების, ხელოვნური ინტელექტის და სხვა გამოწვევების გავლენას ინდუსტრიაზე. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში კლიმატის ცვლილების პირდაპირი შედეგები „ძალიან შემაშფოთებელია“. რაც შეეხება ახალგაზრდებში ღვინის მოხმარების შემცირებას, 39%-მა უპასუხა — „ჩვენ ამას შევძლებთ“.
ინდუსტრიის ყველაზე თვალსაჩინო ცვლილებები
ამარი კოლინსი: „ღვინო გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა ახალგაზრდებისთვისაც. ახლა დიდი წვეულებები DJ-ებით ღვინოს უკავშირდება — მას უფრო თავისუფალ, თანამედროვე ატმოსფეროსთან ვაკავშირებთ. ღვინოს ჰოთ-დოგთან ან ჩიზქეიქთან ერთად მივირთმევთ.“
ენ ლოგანი: „მეღვინეობაში უფრო მეტი ექსპერიმენტი იწყება. იზრდება პეტ-ნატის ღვინოების პოპულარობა, ასევე ისეთი ნაკლებად ცნობილი ჯიშების, როგორიცაა ცვაიგელტი ან ფურმინტი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლოკალიზმს — ყურძნის მოყვანისა და ღვინის წარმოების მაქსიმალურად ადგილობრივ პირობებში დატოვებას. ტეხასის მაგალითი („100% Texas Grown Grapes“) ამის საუკეთესო დასტურია.“
ჯოან მუმბი: „დღეს ბევრად ადვილია ზომიერად დალიო და საღამო ასე გაატარო.ბარებში უფრო ხშირად გვხვდება დაბალი ალკოჰოლის შემცველი კრაფტ ლუდები, რომლებიც დიდხანს არ არსებობდა. ეს მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს აძლევს.“
როუზ ტომას ბანისტერი: „ღვინის სამყარომ მეტი ყურადღება დაუთმო მრავალფეროვნებას, ინკლუზიურობასა და მდგრადობას. დისკუსიები ამ თემებზე ხშირად მტკივნეულია, მაგრამ უკვე ფაქტია, რომ უფრო მრავალფეროვანი სახეები ჩნდება ინდუსტრიაში.“
იუნა ასრიანი: „ყველაზე დიდი ცვლილება ისაა, რომ ინდუსტრია აღიარებს: ყველას არ სჭირდება ალკოჰოლი განსაკუთრებული გამოცდილებისთვის. ადრე უალკოჰოლო სასმელი უბრალოდ წვენის მიქსი იყო. ახლა კი ბარები და რესტორნები ამ მიმართულებას მთელ მენიუს უთმობენ. ეს უკვე ინკლუზიურობის კულტურაა.“
რის შეცვლას ისურვებდნენ ძალიან სწრაფად?
„მდგრადობის“ განსხვავებული განმარტებები
რომელი ტენდენციებია უკვე მომაბეზრებელი?
რა რჩევას მისცემდნენ დამწყებებს?
გამოკითხულთა სიტყვებით:
Wine Enthusiast-ის Future 40 Tastemakers 2025 ნათლად აჩვენებს, რომ ინდუსტრია გარდაქმნის გზაზე დგას. ინკლუზიურობა, ექსპერიმენტული მეღვინეობა, ადგილობრივი ჯიშების აღდგენა და მდგრადობისკენ სწრაფვა უკვე ახალი რეალობის ნაწილია.
მიუხედავად გამოწვევებისა — კლიმატის ცვლილება, ბაზრის სირთულეები, ტრადიციისა და სიახლის ბალანსი — ინდუსტრია ცდილობს შეინარჩუნოს კულტურული ღირებულება და შექმნას მომავალი, სადაც ღვინო არამხოლოდ სასმელი, არამედ გამოცდილება, ისტორია და ადამიანური შრომის სიმბოლოა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com