

თამარ მღებრიშვილი
მალხაზ ხარბედია თავის ესეში „პლუტარქეს ღვინო“ წერს: „დიონისეს გამათავისუფლებელს (Ἐλευθερᾶ) და მხსნელს, შვებისმომგვრელს (λύσιος) ბაკხური სიშლეგის გამო კი არ უწოდებენ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი სულიდან ყველაფერ მონურს იღებს, გვაცლის სილაჩრეს, მოგვაშორებს შიშებს და ეჭვებს და საშუალებას გვაძლევს ერთმანეთთან მართალი და თავისუფალი ურთიერთობა გვქონდეს.“
ყოველთვის გატაცებული იყო დიონისიზმით და, ალბათ, ყველაზე მეტად, რაც ამ ღმერთში ხიბლავდა, უკიდეგანო თავისუფლებაა, რომელიც შეეძლო ყველასთვის გადაედო. თავადაც ასეთი იყო, აღტაცების, აღფრთოვანებისა და თავისუფლების გამზიარებელი.
დიონისეს ეს უძველესი თეატრი, ძვ. წ. IV საუკუნეში აღმართეს, რომელიც დაახლოებით 15 000 მაყურებელს იტევდა. სწორედ აქ, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომით, აღინიშნებოდა დიონისეს სახალხო დღესასწაული, ანუ პატარა და დიდი დიონისები, რომელიც პისისტრატემ შემოიღო.
როდესაც ამ ფოტოს ვიღებდი, ამ სცენაზე წარმოსახვითად იდგა მალხაზ ხარბედია — ქართული ღვინის დიონისე და ქრონიკერი, რომელმაც „ქართული ღვინის გზამკვლევში“ ქვევრი და ვენახი ტექსტად აქცია.
ქვევრი და ამფორა, საქართველო და საბერძნეთი, დიონისე და ხარბედია — ორი ხაზი ერთ წრედ შეიკრა. ესაა ალბათ, რასაც უნდა გავყვეთ თავისუფლების შეგრძნებამდე: ღვინო, როგორც გზა, როგორც მოგზაურობა, როგორც ცხოვრების ერთი დიდი თეატრი.
© ღვინის კლუბი/vinoge.com