თეთრი ღვინისთვის წარმოუდგენელი სიმაგრის ეს ღვინო (14.8%), ყურძნის უნიკალური ჯიშიდან, მალვაზიადანაა დაწურული და დავარგებულია ქართულ (შროშის) ქვევრებში. ვენახი ძალზე მცირემოსავლიანია (წელიწადში სამჯერ ტარდება ე.წ. მწვანე რთველი), ღვინო მუქი ჩალისფერი დგება, ახასიათებს ეფექტური სურნელი, გარგრისა და სხვა ყვითელი ხილის ტონები. გამოირჩევა სასიამოვნო სიმწარითა და მცენარეული დაბოლოებით.