ახალი მოსავლის ქინძმარაულია, ცოცხალი და ხალისიანი. საკმაოდ მკრთალი შინდისფერია, ეფექტური, ქინძმარაულისთვის დამახასიათებელი არომატებით (ჟოლო, ხენდრო, წითელი ქლიავი). რბილი, ხავერდოვანი ტანინების და სასიამოვნო მჟავიანობის დახვეწილი ნახევრადტკბილი ღვინოა, გრილად დასალევი, დესერტზე მისაყოლებელი.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი