ახმეტის რაიონის სოფელ არგოხში დაკრეფილი ყურძნიდანაა ღვინო დაყენებული, ტრადიციული წესით, ქვევრში. უკვე სიძველეში შესული ღვინო შესანიშნავი ფერით გამოირჩევა – ელვარე ცეცხლისფერია, ინტენსიური ქარვისფერით. ძალზე ეფექტური პირველი სურნელები აქვს, სადაც ძირითადად მცენარეული და ჩირის ტონები იკითხება (პირველ რიგში მსხლის ჩირი), რომელიც დაბოლოებაში კიდევ უფრო ცხადი ხდება. ძლიერი, ტანინიანი, მხურვალე ღვინოა.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი