ახმეტის რაიონის სოფელ ბაბანეურში, ტყისპირებში მოყვანილი მწვანე კახურიდანაა ღვინო დაყენებული, ტარდიციული წესით, ქვევრში. სასიამოვნო გარეგნობის, ელვარე ქარვისფერი ღვინოა, კარგად ნაცნობი პირველი სურნელებით, რომელშიც მწვანისთვის დამახასიათებელ ძირითად არომატებს იგრძნობთ – ხმელი ფოთლები, ბერგამოტის ჩაი,სხვადასხვა მცენარეული ტონები, ტკბილი სუნელები. საკმაოდ მაღალმჟავიანი, ხასიათი, ძლიერი ტანინებით მქონე ღვინოა, მაღალი ალკოჰოლით (14%).
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი