წინანდალში დაკრეფილი მწვანე კახურის ყურძნიდანაა ღვინო დაყენებული, ტრადიციული წესით, ქვევრში. ოქროსფერი ღვინოა, ელვარე გარეგნობით და ძლიერი პირველი სურნელებით, სადაც მცენარეული, ციტრუსის და ხილის არომატები ერწყმის ერთმანეთს – ბანანი, ფორთოხლის ცედრა, ხმელი ყვავილები, დაშაქრული თხილი. გემოზე მჟავიანობა და ტანინები კიდევ უფრო საგრძნობს ხდიან ამ ტონებს. ელეგანტური, დახვეწილი ღვინოა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com