ეს ღვინო დიმში მოყვანილი ცოლიკოურიდანაა დაყენებული ტრადიციული წესით, ქვევრში, 7 თვე ჭაჭაზე დავარგებით, კლერტის გარეშე. ქარვისფერი ღვინოა, ცოცხალი, ხალისიანი, ვაშლის ნამცხვრისა და ჭანჭურის მკვეთრი არომატებით. მჟავიანობა და ტანინები კარგად ერწყმის ერთმანეთს და დასამახსოვრებელ დაბოლოებად ყალიბდება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com