ბაღდათის რაიონის სოფ. ობჩაში დაკრეფილი ოცხანური საფერედანაა ეს ღვინო დაყენებული. ძალზე ინტენსიური შეფერვისაა, ახალგაზრდა ღვინისთვის დამახასიათებელი მუქი ჟოლოსფერით. ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი, კარგად ნაცნობი არომატები აქვს – მცენარეული (ანწლის) და კურკიანი შავი ხილის (ღოღნაშო, კვრინჩხი). ძლიერტანინიანი, მაღალმჟავიანი ღვინოა, ახალგაზრდა ოცხანური საფერეებისთვის დამახასიატებელი პირდაპირობით. ხანგრძლივი დაბოლოებით.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი