კახეთში მოყვანილი საფერავიდან დაყენებული ვარდისფერი ღვინოა. საკმაოდ ინტენსიური, ძლიერი შეფერილობის ვარდისფერია, შედარებით მაღალი ალკოჰოლითა (13%) და ძლიერი სურნელებით (წითელი კენკრა, კენკრის იოგურტი, კოწახური). მაღალმჟავიანი, მსუსხავი ვარდისფერი ღვინოა, ლორთან და ძეხვთანაც გემრიელი იქნება და ზოგიერთ ხილთანაც.
© ღვინის კლუბი/vinoge.com