ახმეტის რაიონის სოფელ ბაბანეურში მოყვანილი მწვანედანაა ეს ღვინო დაყენებული, ქვევრში, ტრადიციული წესით. ძალზე ინტენსიური ქარვისფერია, უფრო ჩაისფერიც ეთქმის. კახურად დაყენებული მწვანესთვის დამახასიათებელი მკვეთრი არომატები აქვს, სადაც ბერგამოტის ჩაისთან და ხმელ ფოთლებთან ერთად სხვადასხვა სუნელიც გამოდის წინა პლანზე. ძალზე ძლიერი (14%) ღვინოა, მძლავრი ტანინებით და ხანგრძლივი დაბოლოებით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com