ერთი გირვანქა ფქვილი გამტკიცეთ და სინზე დაყარეთ, შემოდგით ცეცხლზე და თან აურიეთ, რომ გახურდეს; შემდეგ დაასხით ერთი სტაქანი ერბო და კარგად დაშუშეთ, არ დაწოთ კი, დააწითლეთ; დახედეთ, თუ კარგად არ იყოს აფშრუკული, ერბო კიდევაც დაუმატეთ და თან ხის კოვზით კარგად გაშალეთ, მურკლი აღარა ჰქონდეს; მერე გემოთი ნახეთ, უმის სული არა სდიოდეს ფქვილსა; შემდეგ ზედ დაასხით წამოდუღებული და ქაფ-მოხდილი თაფლი, რაოდენიც იმას ასვრემს, დაზილეთ და გადმოდგით, სიტკბო ნახეთ, თუ აკლდეს, თაფლი კიდევ დაუმატეთ; მერე ბლუდზე ყველის კვერეულივით გააკეთეთ მრგვლად და შეინახეთ, რომ გაცივდეს, დანით მოთალეთ და მიართვით.