სამი ჯიშიდან, რქაწითლიდან, მწვანედან და ხიხვიდან დაყენებული ღვინოა. ძალიან კარგი გარეგნობის, ინტენსიური ქარვისფერი, ცეცხლისფერი სხივებით. სასიამოვნო პირველი სურნელები გამოარჩევს – უნაბი, ქართული სუნელები, იმერული ზაფრანა, გამხმარი ყვავილები. რბილი, გაწონასწორებული, ძლიერი ღვინოა, მაღალი ტანინებით და ხანგრძლივი დაბოლოებით, სადაც ბერგამოტის ჩაის და ქიშმიშის ტონებს იგრძნობთ. მიაყოლეთ ტრადიციულ კახურ კერძებს.
© ღვინის კლუბი /Weekend