კომპანია `თბილღვინო` წლევანდელ რთველზე 1000 ტონა ყურძნის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ რადიო `კომერსანტს` კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა.მისი თქმით, კომპანია ყურძნის შესყიდვას მომავალი თვიდან დაიწყებს, თუმცა ამ ეტაპზე შესასყიდი ფასი უცნობია. როგორც მარგველაშვილი აცხადებს, შარშან `თბილღვინომ` ყურძენი 40-50 თეთრად შეისყიდა. `თბილღვინო` თავისი პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 20 ქვეყანაში, მათ შორის ყაზახეთში, ჰოლანდიასა და უკრაინაში ახორციელებს.
რადიო `კომერსანტი`