საკმაოდ ინტენსიური შეფერვის ღვინოა. ეს ადგილწარმოშობის ღვინო, როგორც იცით, საფერავიდან მზადდება. ალუბლისფერია, ფერში სიძველის პირველი ნიშნებით. სურნელში მწიფე წითელი ხილისა და მუხის შერწყმულ არომატებს იგრძნობთ (მწიფე წითელი ტყემალი, ქართული სუნელები). მაღალტანინიანი, სავსე ღვინოა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com