ქვევრში, ტრადიციული წესით დაყენებული რქაწითელია, ქარვისფერი, საკმაოდ ინტენსიური პირველი სურნელებით, სადაც ნიგვზის არომატთან ერთად მცენარეულ ტონებსაც იგრძნობთ. გემოზე გასინჯვისას ტკბილი სუნელების (მაგ. ჯანჯაფილი) ტონებიც ჩნდება. საკმაოდ ხანგრძლივი და გემრიელად მსუსხავი დაბოლოება აქვს, მცირედი მინერალურობით. კარგი მისაყოლებელი იქნება შეკმაზულ საქონლის ხორცთან, ყალიასთან, ხარჩოსთან.
© ღვინის კლუბი/vinoge.com