საჭირო მასალა: 400 მლ ბროწეულის ნატურალური წვენი, 200 გ შაქარი, 600 მლ წყალი, მწიკვი დარიჩინი.
მომზადება: მდუღარე წყალში ჩავყაროთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. შემდეგ ოთახის ტემპერატურამდე გავაგრილოთ და ბროწეულის წვენში ჩავასხათ. დავუმატოთ დარიჩინი და მაცივარში კარგად გავაცივოთ.
© ღვინის კლუბი/Weekend