გადაცემის მთავარი თემა მსოფლიო მეღვინეობაში არსებული გლობალური პროცესები და მასთან მიმართებაში საქართველოს პოზიციებია. ამ თემაზე სასაუბროდ, მალხაზ ხარბედია ღვინის ექსპერტს - ნუკრი ქურდაძეს მასპინძლობს.
გადაცემის მეორე ნაწილში მოისმენთ სიუჟეტს საქართველოში გავრცელებული უცხოური ვაზის ჯიშების შესახებ და მიიღებთ პასუხს კითვაზე - როგორია უცხოური ვაზის ჯიშების პერსპექტივა ქართულ მეღვინეობა-მევენახეობაში.