30.00 ლარი
ეს ღვინო ტიბაანში მოყვანილი რქაწითლიდანაა დაყენებული. ვენახი ორგანული მვენახეობის წესების მიხედვითაა მოვლილი. ყურძენი ჩაიწურა და დადუღდა ქვევრში და შემდეგ ქვევრშივე გააგრძელა დავარგება 6 თვის განმავლობაში. ქარვისფერი ღვინოა მცენარეული და ნიგვზის სურნელებით. ახალი ღვინოა, სასიამოვნო მჟავიანობით და ძლიერი ტანინებით. ღვინო შესანახადაც კარგი იქნება და ახლა მოსახმარადაც. მიაყოლეთ ტრადიციულ კახურ კერძებს.
© ღვინის კლუბი/Weekend