საჭირო მასალა: 1 ს.კ. შავი ჩაი, 500 მლ მდუღარე წყალი, 1 ღერი დარიჩინი, 1 ცალი ბადიანის ვარსკვლავი, 2 ცალი მიხაკი, 1 ცალი ლიმონი, 80 მლ მუქი ფერის რომი, 40 გ თაფლი.
მომზადება: ფაიფურის ჩაიდანში ჩავყაროთ ჩაი, დარიჩინი, ბადიანი, მიხაკი და დავასხათ მდუღარე წყალი, შევფუთოთ და 10 წუთით თბილად დავდგათ. ჩაიში ჩავწუროთ ლიმონი და გამოწურული ლიმონის ქერქი. როდესაც სასმელს ჭიქებში ჩავასხამთ, ჩავუმატოთ რომი, თაფლი და ისე მივირთვათ.
© ღვინის კლუბი/Weekend