ერაზურიზი ჩილიური მეღვინეობის ერთ-ერთი სიმბოლოდ იქცა ათწლეულების მანძილზე. კაბერნე სოვინიონი და მცირე რაოდენობით კაბერნე ფრანი, საიდანაც ეს ღვინოა დაყენებული, აკონჩაგუას რეგიონშია მოყვანილი. საკმაოდ მაღალმჟავიანია, ტანინებით, ჩანს მუხის კვალიც. ბოლომდე დაუბალანსებელია, თუმცა ალბათ დროთა განმავლობაში ღვინო უფრო დაიხვეწება. თავიდანვე გამოჩნდა ტკბილი სუნელების ტონები (მაგ. მუსკატის კაკალი და მიხაკ-დარიჩინი). გამოირჩევა საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოებით.
©ღვინის კლუბი/vinoge.com