კიევში გამართულ საქმიან ჟურნალისტთა კლუბის შეკრებაზე ახალი პროექტის, ფესტივალ Wine Fest Ukraine-ს პრეზენტაცია შედგა. ფესტივალის გამართვა 2011 წლის 8-10 ნოემბერს, ქვეყნის დედაქალაქ კიევში იგეგმება. პროექტის ორგანიზატორთა თქმით, ფესტივალის მიზანია უკრაინული ღვინის საუკეთესო ნიმუშების პოპულარიზაცია და ღვინის კულტურის დონის ამაღლება. ფესტივალის ფარგლებში აგრეთვე მოეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.
© ღვინის კლუბი/Weekend