სოვინიონ ბლანის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული ღვინის მეორე მსოფლიო კონკურსი (Sauvignon Concours Mondial) 2011 წლის 20-21 მაისს, ბორდოში გაიმართება. კონკურსზე ყველა ტიპის ღვინო იქნება დაშვებული, ოღონდ ერთი პირობით – მის კუპაჟში სოვინიონ ბლანის ჯიშის ყურძნის შემცველობა 51%-ს უნდა აჭარბებდეს. კონკურსის ორგანიზატორია Concours Mondial de Bruxelles- ორგანიზაცია, რომელსაც მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში პროფესიონალური და მასშტაბური დეგუსტაციების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს.
© ღვინის კლუბი/Weekend