25.00 ლარი
კარგი გარეგნობის წკრიალა ლალისფერი ღვინოა. ნაზია და ჰაეროვანი, განსაკუთრებით კი სანელებლებისა და წიწაკის ტონები გამოარჩევს. როგორც სხვა ხვანჭკარები, ესეც ალექსანდროულისა და მუჯურეთულის შერევითაა დამზადებული, თუმცა "ღვინის კლუბის" მიერ 2 თვის წინ ჩატარებულ ხვანჭკარების დეგუსტაციაზე, სადაც ღვინომ მესამე ადგილი დაიკავა, გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა სხვა ჯიშიც ურევია კუპაჟში. მიაყოლეთ ხილიან ნამცხვრებს, ჟელეებს.
© ღვინის კლუბი/Weekend