8.10 ლარი
კომპანია თელიანის ეს წითელი სუფრის ღვინო მოეწონებათ ნაკლებსხეულიანი, სასიამოვნო, ხილის ტონებით სავსე ხალისიანი ღვინის მოყვარულებს. იგი ე.წ. ეკონომ-სერიაში შედის და კიდევ ერთი ღვინოა ქართულ ბაზარზე, რომელიც დაბალი საფასო სეგმენტის ღვინოებს ავსებს. ეს საფერავი კარგი გარეგნობით გამოირჩევა, ძლიერი სურნელები აქვს, კარგი მისაყოლებელია შემწვარ მონადირულ ძეხვთან, კარტოფილთან, ოჯახურთან, მწვადთან.
© ღვინის კლუბი/Weekend