საჭირო მასალა:250 გ. ტკბილი სტაფილო, 250 გ. გოგრის რბილობი, 150 გ. კარაქი, 500 მლ. ქათმის ბულიონი, 1 ცალი (2 სმ. სიგრძის) ახალი ჯანჯაფილი, მარილი, პილპილი – გემოვნებით. 200 გ. მოხარშული კრევეტები.
მომზადება: გოგრა და სტაფილო დავჭრათ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ, შევურიოთ კარაქი, ქათმის ბულიონი, გახეხილი ჯანჯაფილი, მარილი, პილიპილი და დავაბლენდეროთ, წამოვადუღოთ და მზა წვნიანში ჩავყაროთ კრევეტები.
© ღვინის კლუბი/Weekend