4.80 ლარი
სუფრის ნორმალური, შედარებით დაბალფასიანი ღვინო ბოლო წლებში სამწუხაროდ პრობლემად იქცა საქართველოში. თელავის მარნის ეს კახურად დაყენებული ფართო მოხმარების ღვინო ერთ-ერთია, რომელიც სურათს ცვლის და ნაწილობრივ მაინც ასწორებს ამ ხარვეზს. უბრალო ღვინოა, ღია ქარვისფერი, თივისა და ვაშლის ჩირის სურნელით. როგორც იტყვიან, საქეიფოდაც ივარგებს და ვახშამზეც, მოსადუნებლად. ქაბაბზეც წავა და შემწვარ კარტოფილზეც.
© ღვინის კლუბი/Weekend