იმერეთში მოყვანილი ადგილობრივი ჯიშიდან, ციცქადან დაყენებული ეს ღვინო მუხაშია დავარგებული, ფერზე მომწვანო-ჩალისფერია. პირველი არომატი საკმაოდ ძლიერია, კარგად ჩანს ლიმნისა და სუნელების ტონები, ასევე ნაღების სურნელები. ხანგრძლივი დაბოლოება აქვს. კარგი მისაყოლებელი იქნება მოხარშულ თევზთან, მსუბუქ საზაფხულო ფხლებთან.