თელავის მარანი უკანასკნელი წლების განმავლობაში სტაბილურად კარგ წინანდალს ასხამს. გამორჩეული იყო 2003, 2004 და 2005 წლის წინანდლები. ასეთია 2007-საც. ეს მკრთალი ჩალისფერი ღვინო პირველ რიგში ეგზოტიკური სურნელებით იქცევს ყურადღებას, სადაც ხილის არომატებთან ერთად მინერალური ტონებიც ჩნდება. გემრიელი, ხალისიანი ღვინოა, ხანგრძლივი დაგემოვნებით. მიაყოლეთ თევზეულს და საზაფხულო სალათებს.