ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ყვარლის ზონაში მოწეული საფერავიდან დაწურული ეს ღვინო დასხმისთანავე კარგად განგაწყობთ. სასიამოვმო გარეგნობაში ალუბლისფერს გამოვყოფდი, ჟოლოს ელფერებით. პირველ სურნელებში ანწლის, ალუბლისა და მცირედი ტყავის ტონები მოჩანს. ძალიან რბილი, მომრგვალებული და სასიამოვნო ღვინოა. საკმაოდ დაბალანსებული და ხანგრძლივი დაბოლოებით. კარგი მისაყოლებელი იქნება მოხარშულ საქონლის ხორცთან, შემწვარ გოჭთან, ნანადირევ, შამფურზე შემწვარ ფრინველთან.