გემრიელ ციტრუსს შესწევს ძალა, გათქმევინოს: “რა კარგია, რომ ზამთარია!” ამ დროს შეგიძლია, მაღაზიაში წახვიდე და ხილთა სამეფოდან ყველაზე ლამაზი ფერები ამოირჩიოთ. თუ იღბლიანი ხარ და სისხლისფერ ფორთოხალს წააწყდი, გამოიყენე. ისე კი, ამ სალათის მომზადება ძალიან ადვილია. დაგჭირდებათ მხოლოდ გრეიფურტი, ფორთოხალი და მანდარინი (ყველა ის ციტრუსი, რომელიც ძალიან მჟავეზე ოდნავ ტკბილია). ხილს კანს გააცლით. საამისოდ ყველაზე მარტივი გზა მთელ სიგრძეზე ქერქის გაჭრა და კანის ქურქივით გახდაა. შემდეგ ციტრუსს ნაჭრებად დაყოფ და წვენს გამოადენთ. საბოლოოდ კი, მიიღებ სალათას, რომლის გემოც ტკბილ-მჟავის ისეთივე კონტრასტია, როგორიც მისი ფერები.