
მასალა:
200გრ. დაკონსერვებული ნატურალური ვირთევზას ღვიძლი
2-3 ცალი კარტოფილი (დაჭრილი კუბებად)
1 ცალი ხახვი (წვრილად დაჭრილი და ძმარში ჩაბასტურმებული)
ორაგულის (სიომგის) სტეიკი 500გრ. ან ორი თავი
წყალი, დაახლოებით 2 ლიტრი.
მომზადება:
კარტოფილს ვყრით წყალში და ვხარშავთ. ცოტა მარილს ვაყრით, პილპილს, დაფნას ვაგდებთ და ვდებთ თევზის ნაჭრებს. ვხარშავთ 10-15 წუთს, ვაზავებთ პილპილით.
ვირთევზას ღვიძლს წვენს გადავუწურავთ, ჩანგლით დავჭყლიტავთ და ჩავუშვებთ წვნიანში. კიდევ ვადუღებთ 2 წუთს. ხახვი გადავწუროთ ძმრისგან, ჩავუშვათ წვნიანში და გამოვრთოთ, დავამატოთ დაჭრილი ქინძიც. დავაფაროთ სახურავი და 10 წუთის მერე მივირთვათ.
© rtuli