
მასალა:
2 ცალი კვერცხი
1 ს.კ. საფუარი
1 ჩ.ჭ. რძე
1 მწიკვიმარილი
3-4 ს.კ. შაქარი
1 ჩ.ჭ. ფქვილი
0,5 ჩ.ჭ სიმინდის ფქვილი
1 ცალი წმინდათ გახეხილი კომში+ქიშმიში გემოვნებით.
მომზადება:
თბილ რძეში ვხსნით საფუარს, ვამატებთ შაქარს, გათქვეფილ კვერცხებს+მარილი, ვამატებთ ფქვილს და მჭადის ფქვილს. ვდგავთ ცომს გასაფუებლად, თბილ ადგილას (ცომი სქელ არაჟანზე უფრო თხელი გამოდის). როცა ამოვა, ცომს გავურიოთ გახეხილი ხილი და გამოვაცხოთ ზეთმოსხმულ ტაფაზე. მივირთვათ არაჟანთან ერთად.
© rtuli