სუზან ბეკერ ბრონკის ფოტო სახელწოდებით „სამი მეგობარი“ ასახავს სამი მევენახის ფიგურას ნაპას ველის ვენახში, რთველის სეზონის დასრულების შემდეგ. ფოტოს იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ გადმოეცა თანადგომისა და ფიზიკური შრომის, დაღლილობის თანაფარდობა.
ფოტოს იდუმალი ნათება, თბილი ტონალობა და კომპოზიციური სიზუსტე მნახველში აღძრავს პატივისცემასა და დაფასებას იმ ადამიანური შრომის მიმართ, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
„სამი მეგობარი“ 2022 წლის საერთაშორისო კონკურსის, Errazuriz Wine Photographer of the Year, ფინალისტი გახდა და განსაკუთრებით გამოირჩა თავისი ატმოსფერულობითა და ადამიანური ნარატივის გადმოცემის უნარით.
ეს ფოტო სუზან ბეკერ ბრონკის შემოქმედების შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს, რომელიც უკვე მრავალი წელია, რაც ღვინის კულტურას ვიზუალურად გამოსახავს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com