ფრიდონ საყვარელიძის ფოტო-კოლექცია, ფოტოზე - იოსებ საყვარელიძე ღვინის დეგუსტაციის დროს.
იოსებ საყვარელიძე ინჟინერ-ტექნოლოგი და მეღვინე იყო. მან ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო მეღვინედ მუშაობა წინანდლის ღვინის ქარხანაში, შემდეგ ზუდიდის, მარნეულის, ყულარის ღვინის ქარხნებში დასაქმდა მთავარ ინჟინრად, მოგვიანებით კი თბილისის N3 ღვინის ქარხნისა და ბადიაურის ღვინის ქარხნის ტექნოლოგად.
იოსებ საყვარელიძის მოღვაწეობა გაგრძელდა "სამტრესტი"–ს ღვინის ქარხანებში -ვოლგოგრადში, ყაზანში, გორლოვკაში, როსტოვში.
1990 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა სააქციო საზოგადოება "ვაზიანში" ინჟინერ-ტექნოლოგად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com