წელს საქართველოში ქვევრის საერთაშორიო დღე 27 აპრილს, საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართება.
ქვევრის საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანია ქვევრის და, ზოგადად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მსოფლიო ბაზრების მეტი ინფორმირებულობა ქვევრის ღვინოზე, მის რეგიონალურ ქვესტილებზე, ენოლოგიურ თავისებურებებზე, ტრადიციებზე, გასტრონომიულ ღირებულებაზე, ორგანოლეპტიკურ თვისებებზე და ნაირსახეობებზე, ვაზის ჯიშებისა და ადგილების მიხედვით.
ქვევრის საერთაშორისო დღის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება:
• ქვევრის საერთაშორისო კონფერენცია;
• QVEVRI GRAND OPENING | ქვევრის გახსნის საზეიმო რიტუალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მარნებში;
• QVEVRI GLASS Inauguration by Riedel | რიდელის ქვევრის ჭიქის ინაუგურაცია;
• საპატიო სომელიეების წოდების მინიჭების ცერემონიალი;
• მუსიკალური პერფომანსი ქვევრზე.
აღსანიშნავია, რომ ქვევრის საერთაშორისო დღე და მათ შორის, ქვევრების გახსნის საზეიმო რიტუალი გაშუქდება საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის წევრ 68 ქვეყნის ეროვნული ასოციაციაში და საერთაშორისო ღვინის მედიაში.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება უფასოა, ხოლო მეღვინეებს, რომლებსაც სურთ საზეიმო გახსნაში მონაწილეობა ორგანიზატორებს უნდა გაუგზავნონ ვიდეო, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 50 წამს.
აღნიშნული ღონისძიების პარტნიორები კი ღვინის კლუბი, ასოციაცია ქართული ღვინო, იმერული ღვინის ასოციაცია, ელკანა, 8000 მოსავალი, ექსპო ჯორჯია არიან.
© ღვინის კლუბი/vinoge.com