IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სოკო, მხოლოდ გურმანებისათვის!
მეკვლე
პოსტი Jul 15 2008, 12:42 AM
პოსტი #1


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,070
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



ნიყვი, მჭადა, ჭეჭკეტა, ქათამბარკალა, არყა, ქამა, წერესტო, მანჭკვალა, მტრედუა, დედაბერა, წითელა... ბავშვობაში მრავლად დამიკრეფია და კარგადაც მომილხენია ზედ.

აქედან მჭადა და ჭეჭკეტა ერთი ოჯახის სოკოა. პრაქტიკულად ერთნაირია. უმადაც იჭმება _ რძიანია და მისი რძით სულ მქონდა ხელები გაშავებული. კარაქში და ხახვში (უამისოდაც შეიძლება) შემწვარი ხომ ნიყვსაც არ ჩამოუვარდება.

ასეთივეა _ ქათამბარკალა _ იგივე მიქლიო, იგივე მელისკუდა (რუსულად _ ლისიჩკა). იფ, იფ, იფ! ქათამბარკალა რაჭველებმა დაარქვეს, რადგან შემწვარი ქათმის ბარკლის ხორცის გემოს მიამსგავსეს.

კიდევ მახსოვს ფიჭვნარის სოკო რუსული სახელწოდებით _ "მასლიატა", რომლის მომზადების კულტურა რუსებმა შემოიტანეს, თუმცა ძალიან ჰგავს ფოთლოვანი ტყის დედაბერას. ეს უკანასკნელი, მგონი, დათვის სოკოა. განსხვავება ის არის, რომ "მასლიატა" ღია ყავისფერია, ქუდის ქვეშ ღრუბლისებური ყვითელი ნადებით, რომელიც მომზადებისას უნდა გააცალო. დედაბერა მუქი ყავისფერია, ქუდის ქვეშ ასევე ღრუბლისებური ნაწილი აქვს, რომელიც ასევე ეცლება. დედაბერას დედაჩემი თავდაპირველად ხარშავდა და მერე ზეთში თუშავდა. ასევეა "მასლიატა". ეს სოკო ზეთში შემწვარი ჯობია. კარაქს ნაკლებად გირჩევთ.

ძალიან ფარსაგი საქმე მიყო საჩეჩელამ _ ნათესავმა გამასინჯა და კინაღამ ზედ თითებიც ჩავიკვნიტე. თუმცა, ცოტა ხნის მერე თვითონვე რომ დავკრიფე და დედაჩემს შევაწვევინე, კინაღამ სული გამაფრთხობინა. მერე კი ნანობდა დედაჩემი _ პირველად შევწვი ჩემთვის უცნობი სოკო და რა ტყუილად დაგიჯერეო. ენციკლოპედიაში წავიკითხე სახელდახელოდ, რომ საქაღტველოში ამ სოკოს 100-მდე სახეობა არსებობს და ამათგან დიდი ნაწილი შხამიანია (მაგრად გადავრჩენილვარ!).

არყა სოკო _ საუკეთესოა წვნიანი, ტომატიანი კერძის მოსამზადებლად. მწარე რძე აქვს და ამის გამო თავდაპირველად სამჯერ ვხარშავდით (ხარშავ, წყალს უცვლი და ისევ ხარშავ _ სამჯერ). ეს იმიტომ, რომ სიმწარე გაუვიდეს. ახლახანს მისი შეწვის რაჭული რეცეპტი მასწავლა რაჭველმა გურგენიძემ _ თავდაპირველად რძეში უნდა მოხარშო, რომ რძემ სიმწარე გამოაცალოს და მერე შეწვა. თუმცა, ეს ჯერ არ განმიხორციელებია.

ნიყვი!!! საუკეთესო სოკო საქართველოში! კარაქში შემწვარი ძალიან მაგარია. რუსულად ჰქვია _ ცარსკიი, ანუ სამეფო სოკო (ყოველ შემთავევაში, ჩემი რუსი მეზობელი ასე ეძახდა). შარშან თავზარი დამცა იმის გაგებამ, რომ ასევე ყველაზე შხამიანი სოკო, რაც კი საქართველოში არსებობს _ ცადამაყვანა (ჯერ მარტო სახელწოდება ნახეთ!) ამ ჩვენი ძვირფასი ნიყვის ნახევარძმა ყოფილა. თუშეთში ერთი ჩასიძებული იმერელის ოჯახი ისე მოწამლა, ძლივს ჩამოიყვანეს ცოცხალი ბარში, ბეწვზე გადარჩნენ. ამ იმერელმა თავიდან კი არ ჭამა?! ვითომ ოჯახს სცა პატივი. მერე დემონსტრაციულად შეჭამა მონარჩენი _ აბა, ნახეთ რამეს თუ მიზამსო და... ვინ ეხვეწებოდა laugh.gif კინარამ წაიღო წერილი გაღმა. მოკლედ, იქ ტყეში თვითონაც ვნახე ეს ცადამაყვანა და ძლივს გავარჩიე ნიყვისგან, განსაკუთრებით _ გაშლილი ქუდით. ამ ორი სოკოს ლათინური სახელწოდებები რომ ნახოთ, დარწმუნდებით, რომ ერთი ოჯახიდანაა.

ქამა _ მინდვრის სოკო. ყველაზე გავრცელებული, მაგრამ ზემოთჩამოთვლლებთან ვერ მოვა. თუმცა კეცზე სემწვარი _ სულგუნით და კარაქით _ ძალიან მაგარია. ასეთი რეცეპტით ზემოთჩამოთვლილებს ვერ გააკეთებ.

მანჭკვალა _ მოძმე ხის სოკოების მსგავსად მიწის სოკოებს ბევრად ჩამოუვარდება, მაგრამ კარგია ესეც. მანჭკვალაც ის შემთხვევაა, როცა ზეთში მოთუშული უკეთესია. კარაქში და ტაფაზე ფაქტობრივად ვერ შეწვავ. მისგან ასევე შეიძლება კერძის მომზადება _ ტომატით, ან ცოცხალი პომიდვრით. კიდევ ერთი საინტერესო რეცეპტი _ მანჭკვალას ხინკალი მაქვს გასინჯული და საკმაოდ გემრიელია.

აღმოსავლეთ საქართველოს სოკოებიდან მქონდა ბედნიერება, გამესინჯა წრიალა და კალმახა. როგორც ჩანს, ორივე ხის სოკოა და ამათი ხარისხიც მანჭკვალაზე მაღლა ვერაა.

დანარჩენი თქვენ თქვით smile.gif


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
shhhhhh
პოსტი Jul 25 2008, 05:18 PM
პოსტი #2


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 300
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: პარიზი
წევრი №: 10



რა ლამაზი სახელები აქვთ ამ სოკოებს
ლეონიძის პერსონაჟების სახელები გამახსენდა smile.gif


--------------------
Paris, je t'aime
Go to the top of the page
 
+Quote Post
ჩიჩუა
პოსტი Aug 1 2008, 09:47 PM
პოსტი #3


მეღვინე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 1-August 08
წევრი №: 51



ფილტრის ქაღალდზე (რა თქმა უნდა ნახმარზე biggrin.gif ) შეიძლება ხის სოკოს (კალმახას) მოყვანა. რა თქმა უნდა ნიყვს ვერ შეედრება, მაგრამ ჩაშუშული ცუდი არ არის.
ვისაც გაინტერესებთ ჩემი ძველი კოლეგა და მეგობარი მემამულეთა კავშირში სამთო ქიმიასთან რჩევებსაც მოგცემთ და სათესს მასალასაც.
გიორგი ფორჩხიძე 899584046
Go to the top of the page
 
+Quote Post
ჩიჩუა
პოსტი Aug 1 2008, 10:26 PM
პოსტი #4


მეღვინე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 1-August 08
წევრი №: 51



კიდევ მახსოვს ფიჭვნარის სოკო რუსული სახელწოდებით _ "მასლიატა", რომლის მომზადების კულტურა რუსებმა შემოიტანეს, თუმცა ძალიან ჰგავს ფოთლოვანი ტყის დედაბერას. ეს უკანასკნელი, მგონი, დათვის სოკოა.

ნიყვი!!! საუკეთესო სოკო საქართველოში! კარაქში შემწვარი ძალიან მაგარია. რუსულად ჰქვია _ ცარსკიი, ანუ სამეფო სოკო (ყოველ შემთავევაში, ჩემი რუსი მეზობელი ასე ეძახდა). შარშან თავზარი დამცა იმის გაგებამ, რომ ასევე ყველაზე შხამიანი სოკო, რაც კი საქართველოში არსებობს _ ცადამაყვანა (ჯერ მარტო სახელწოდება ნახეთ!) ამ ჩვენი ძვირფასი ნიყვის ნახევარძმა ყოფილა. თუშეთში ერთი ჩასიძებული იმერელის ოჯახი ისე მოწამლა, ძლივს ჩამოიყვანეს ცოცხალი ბარში, ბეწვზე გადარჩნენ. ამ იმერელმა თავიდან კი არ ჭამა?! ვითომ ოჯახს სცა პატივი. მერე დემონსტრაციულად შეჭამა მონარჩენი _ აბა, ნახეთ რამეს თუ მიზამსო და... ვინ ეხვეწებოდა laugh.gif კინარამ წაიღო წერილი გაღმა. მოკლედ, იქ ტყეში თვითონაც ვნახე ეს ცადამაყვანა და ძლივს გავარჩიე ნიყვისგან, განსაკუთრებით _ გაშლილი ქუდით. ამ ორი სოკოს ლათინური სახელწოდებები რომ ნახოთ, დარწმუნდებით, რომ ერთი ოჯახიდანაა.

დანარჩენი თქვენ თქვით smile.gif
[/quote]

"მასლიატა", დედაბერა და დათვის სოკო სხვადასხა ოჯახების წარმომადგენლებია და ღირსებითაც ძალზე განსხვავდება ერთმანეთისაგან.
დათვის სოკო ერთ ერთი საუკეთესო საკვები სოკოა. თუმცა საქართველოში ძირითადად ნაკლებად გემრიელი ზაფხულის ანუ მუხის ქვესახეობა გვხვდება. სიცხეში ასე გამოიყურება
http://www.pilzepilze.de/galerie/v/Lateini...ivalis/_19.html
რუსეთში პირველ სოკოდ აღიარებული белый грыб ნაძვის ქვესახეობა ჩვენში შედარებით იშვიათია
http://www.pilzepilze.de/galerie/v/Lateini...ivalis/_19.html
დედაბერა Leccinum ოჯახის სოკოებს ქვიათ ქართულად. არყისძირა, ბუკისძირა და ა.შ.
საშუალო ხარისხის სოკოებია

მასლიატას ქართულად რა ქვია არ მახსოვს. მაგრამ ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ. მე პირადად ამ სოკოს დიდად არ ვაფასებ, რადგან ლორწოვანი და სლიპინაა, მხოლოდ მარინადი არის კარგი მისაყოლებელი არაყზე. http://www.pilzepilze.de/galerie/v/Lateini...suillus/luteus/

ნიყვს და მის შხამიან ბიძაშვილს კი მართლაც ბევრი ვერ არჩევს, მითუმეტეს თუ გადაუღებლად წვიმს. საქმე იმაშია, რომ ორივე სოკო თეთრი პარკიდან ამოდის, ნიყვი ცენტრში ხევს ამ პარკს. შხამა სოკო კი ნაფლეთებად აქუცმაცებს და შედეგად თეთრი ფიფქები აქვს ქუდზე. ძლიერ ნესტიან პირობებში პარკი არ ნაწევრდება და მთლიანად ძვრება ქუდიდან, აი ამ დროს მართლა განსაცდელი ელის გამოუცდელ სოკოს მკრიფავს.
ნიყვი- რუსულად царский мухомор

http://www.pilzepilze.de/galerie/v/Lateini...caesarea/1.html
შხამა- мухомор красный საინტერესო ფოტოა, რადგან ერთ ჯგუფად იზრდება როგორც დაწინწკლული ასევე თითქმის ერთფეროვანი ეგზემპლიარები
http://www.pilzepilze.de/galerie/v/Lateini...scaria/_17.html
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Aug 3 2008, 10:52 AM
პოსტი #5


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,070
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



მუხომორი და ჯანდაბა მაგათ!!!

ეგ ფოტოები რომ შეადარო ერთმანეთს, მანდაც კი ჩანს, რომ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მართალია, შხამიანებს წინწკლები აქვთ, მაგრამ ფოტოზე კარგად ჩანს სოკოების ჯგუფში ერთი-ორი უწინწკლო ცადამაყვანა, რომელსაც ნიყვისგან პრაქტიკულად ვერ გაარჩევ.

საინტერსოა მათი ლათინური სახელწოდებებიც: Amanita caesarea (ნიყვი) და Amanita muscaria (ცადამაყვანა);

შედარებისათვის იგივე ვებ-გვერდიდან სხვა ლინკებს შემოგთავაზებთ:
http://www.pilzepilze.de/galerie/v/Lateini...anita/caesarea/
http://www.pilzepilze.de/galerie/v/Lateini...anita/muscaria/

შხამიანის ფოტოებიდან ნახავთ, რომ ერთი შეხედვით თითქოს ადვილია მათი გარჩევა, მაგრამ ფოტოების ნაკრებში ერტი-ორი ისეთი ცადამაყვანაა, რომელსაც ნიყვისგან ვერ გაარჩევთ.

ამანიტა კეისარეა, მე მგონი, ნიშნავს, რომ ნიყვი კეისრის სოკოა (შდრ, რუსული ცარსკიი მუხომორ)

ამ სოკოების გარჩევის რამე სხვა ნიშანი თუ იცის ვინმემ?

რაც შეხება ხარისხს _ დაბალი, საშუალო და მაღალ ხარისხებად დაყოფა მე პირადად პირობითი მგონია. თუკი სოკოს გურმანი ხარ და მის პლუსებს ამუღამებ, აბედა სოკოსგანაც შეიძლება სიამოვნება მიიღო. აბედა, როგორც წესი, არ იჭმება, თუმცა, ახალგაზრდისა და ნედლის საჭმელად გამოყენება თურმე შეიძლება. მე ჯერ არ მქონია ეს ბედნიერება.

დედაბერაზე უკვე ვთქვი _ ჯერ უნდა მოიხარშოს და მერე ზეთში მოითუშოს. ამ შემთხვევაში მე პირადად ვერ ვიტყვი, რომ ეს სოკო საშუალო ხარისხისაა. ისევე, როგორც ქამაზე, რომელიც მე მხოლოდ კეცზე ჩემწვარი მომწონს, თანაც _ კარაქით და სულგუნით.


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
ჩიჩუა
პოსტი Aug 3 2008, 11:01 AM
პოსტი #6


მეღვინე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 1-August 08
წევრი №: 51



ციტატა(მეკვლე @ Aug 3 2008, 02:52 AM) *
მუხომორი და ჯანდაბა მაგათ!!!

ეგ ფოტოები რომ შეადარო ერთმანეთს, მანდაც კი ჩანს, რომ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. მართალია, შხამიანებს წინწკლები აქვთ, მაგრამ ფოტოზე კარგად ჩანს სოკოების ჯგუფში ერთი-ორი უწინწკლო ცადამაყვანა, რომელსაც ნიყვისგან პრაქტიკულად ვერ გაარჩევ.

ამ სოკოების გარჩევის რამე სხვა ნიშანი თუ იცის ვინმემ?


ისევ და ისევ ფეხის ძირში ნიყვს აუცილებლად გახეული პარკის ნარჩენი აქვს, შხამას კი არა.
რგოლიც განსხვავებულია.
ფირფიტების და ფეხის ფერი, ნიყვს მოყვითალო-ოქროსფერი, შხამას კი ქათქათა თეთრი აქვს და მხოლოდ გადაბერებისას უყვითლდება. ისე ქართული მიკოლოგიის "მამას" ვანო ნახუცრიშვილს სპეციალური ბროშურა აქვს რამოდენიმე ათეული წლის წინ ამ კონკრეტულ პრობლემაზე დაწერილი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Aug 3 2008, 11:11 AM
პოსტი #7


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,070
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



ციტატა(ჩიჩუა @ Aug 3 2008, 03:01 AM) *
ისე ქართული მიკოლოგიის "მამას" ვანო ნახუცრიშვილს სპეციალური ბროშურა აქვს რამოდენიმე ათეული წლის წინ ამ კონკრეტულ პრობლემაზე დაწერილი.


ამასწინათ, ძალიან კარგი წიგნი ვნახე _ "საქართველოს სოკოები". ჯერჯერობით ვერ მოვახერხე მისი შეძენა. პირველი მცდელობაა შედარებით სრულყოფილად იყოს ერთად თავმოყრილი და აღწერილი საქართველოს ტყეების სოკოები.

ამ წიგნში ბევრი საინტერესო ინფორმაცია ამოვიკითხე. მაგალიტად ერთ-ერთი სოკოს შესახებ, რომელიც საქართველოში ძალიან იშვიათია და თანაც მიწისქვეშ იზრდება კარტოფილივით. ამ სოკოს ფასი ევროპაში, განსაკუთრებით _ საფრანგეთში სარეკორდო მაჩვენებლებს აღწევს. დაუჯერებელია, მაგრამ ერთი კოლოგრამი 45 000 დოლარადაც გაყიდულა.

ასეთი დათვის სოკოები კი ტყიბულისა და რაჭის ტყებში ბევრი მინახავს, მაგრამ რაკი დედაჩემი არ ცნობდა ამ სოკოს, არასოდეს დამიკრეფია და არც მისი გემო ვიცი:
http://www.pilzepilze.de/galerie/v/Lateini...stivalis/1.html


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
durdo-m
პოსტი Aug 3 2008, 01:03 PM
პოსტი #8


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-June 08
წევრი №: 6



ციტატა
ამ წიგნში ბევრი საინტერესო ინფორმაცია ამოვიკითხე. მაგალიტად ერთ-ერთი სოკოს შესახებ, რომელიც საქართველოში ძალიან იშვიათია და თანაც მიწისქვეშ იზრდება კარტოფილივით. ამ სოკოს ფასი ევროპაში, განსაკუთრებით _ საფრანგეთში სარეკორდო მაჩვენებლებს აღწევს.


ტრიუფელს გულისხმობ?



Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Aug 3 2008, 07:43 PM
პოსტი #9


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,070
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



სწორედ ტრიუფელს ვგულისხმობ. გამახსენდა. იმ წიგნში, რომელიც საქართველოს ტყეებში გავრცელებულ სოკოებზეა საუბარი, აღნიშნულია, რომ ეს სოკო საქართველოშიც გვხვდება. სხვა მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არა მაქვს. ფოტოზე რომ ვუყურებ, თითქოს მინახავს კიდეც, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება _ ძალიან შეუხედავი სოკო კი არის, ნიყვისგან განსხვავებით. მისგან საუკეთესო დელიკატესი კეთდება და როგორც ზემოთ აღვნიშნე გადარეულ გურმანებს შეუძლიათ კოლოსალური თანხები გადაიხადონ ამ ერთჯერად სიამოვნებაში...


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
durdo-m
პოსტი Aug 3 2008, 08:00 PM
პოსტი #10


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-June 08
წევრი №: 6



ციტატა(მეკვლე @ Aug 3 2008, 07:43 PM) *
სწორედ ტრიუფელს ვგულისხმობ. გამახსენდა. იმ წიგნში, რომელიც საქართველოს ტყეებში გავრცელებულ სოკოებზეა საუბარი, აღნიშნულია, რომ ეს სოკო საქართველოშიც გვხვდება. სხვა მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არა მაქვს. ფოტოზე რომ ვუყურებ, თითქოს მინახავს კიდეც, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება _ ძალიან შეუხედავი სოკო კი არის, ნიყვისგან განსხვავებით. მისგან საუკეთესო დელიკატესი კეთდება და როგორც ზემოთ აღვნიშნე გადარეულ გურმანებს შეუძლიათ კოლოსალური თანხები გადაიხადონ ამ ერთჯერად სიამოვნებაში...


ტრუფელებს საუკეთესოდ ღორები ეძებენ, იმენა მასტერები არიან მაგაში და იტალიაში და სხვ. ქვეყნებში სპეციალურად გაწვრთნილი და დაგეშილი ღორებიც ჰყავთ, რომლებიც სადავეზე ყავთ თურმე გამობმული და ისე ეძებენ მაგ კულინარიულ განძეულს. ძაღლებიც ჰყავთ.

Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Aug 3 2008, 08:03 PM
პოსტი #11


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,070
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



ციტატა(durdo-m @ Aug 3 2008, 12:00 PM) *
ტრუფელებს საუკეთესოდ ღორები ეძებენ, იმენა მასტერები არიან მაგაში და იტალიაში და სხვ. ქვეყნებში სპეციალურად გაწვრთნილი და დაგეშილი ღორებიც ჰყავთ, რომლებიც სადავეზე ყავთ თურმე გამობმული და ისე ეძებენ მაგ კულინარიულ განძეულს. ძაღლებიც ჰყავთ.


ჩვენებური ღორები როდისღა დაიგეშებიან ასე?! laugh.gif მანამდე არა ვსჭამოოთ პურიიი?! smile.gif


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
durdo-m
პოსტი Aug 14 2008, 01:22 PM
პოსტი #12


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-June 08
წევრი №: 6



დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი სოკოს შილას "რუსული სახელმწიფოს" ქელეხში. იმენა კონსერვის სოკოთი გავაკეთები, აბა ეგ ახვრები ცხვრის ღირსი არც არიან. biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tos-ka
პოსტი Aug 14 2008, 02:16 PM
პოსტი #13


მეღვინე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 13



რა მინდოდა ამ თემაში?! meeting.gif

ეგ "საჩეჩელა" სოკო მართლა უგემრიელესი რამ არის. მე "ბაწარა"-დ გამაცვნეს ბორჯომში. კუჭმაჭივით გავაკეთე, ცხარე აჯიკიკით.

შილას დიდი მოყვარული არ ვარ, მაგარამ გავუკეთოთ მაგათ, არ დავამადლი smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
khoteuri
პოსტი Aug 14 2008, 04:25 PM
პოსტი #14


მეღვინეთუხუცესი
****

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,985
რეგისტრ.: 3-June 08
მდებარეობა: Tiflis
წევრი №: 15



მოხუცმა კაკლმა იცის საოცრად გემრიელი სოკო, რაჭაში სლ ვეძებ ხოლმე
იფ ეხლა მაჭამა, მართლაც საოცარი გემო აქვს.


--------------------
  
Go to the top of the page
 
+Quote Post
აუაუ დეიდა
პოსტი Aug 15 2008, 05:00 PM
პოსტი #15


მეღვინე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 24
რეგისტრ.: 12-August 08
წევრი №: 53



ციტატა(durdo-m @ Aug 14 2008, 05:22 AM) *
დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი სოკოს შილას "რუსული სახელმწიფოს" ქელეხში. იმენა კონსერვის სოკოთი გავაკეთები, აბა ეგ ახვრები ცხვრის ღირსი არც არიან. biggrin.gif

მაგ დღეს მოვესწრო და ბლედნაია პაგანკითა და მუხამორით მოვუმზადებდი კერძს ცოცხლად დარჩენილებს! tongue.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
makho
პოსტი Aug 29 2008, 10:19 PM
პოსტი #16


ხამანწკათა შემაკრთომელი
*****

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 5,043
რეგისტრ.: 2-June 08
წევრი №: 7



ჩემი სოფლის გარშემო, რაჭაში, სადაც კი გაიხედავ, ყველგან სოკოა, ახლა საუკეთესო სეზონია, ცოტა ნისლი, ცოტა წამოჟინჟვლა და სოკოც მოფენილია. ზემოთკენ, მთაში მაჭკუნარა, ქვემოთ, შარეულას ხეობაში კი ქათამბარკალა, დათვის, ცოტა მომწარო არყა სოკო და ა.შ.

მე კიდე აქ ვაგდივარ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
maiko
პოსტი Sep 17 2008, 11:08 AM
პოსტი #17


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 245
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 20



მახო,
დაჩირებული მაჭკვნარა თუ გიჭამია?
დედაჩემი აშრობდა და ზამთარში წვნიანში და ისედაც შემწვარს გვიკეთებდა.
არომატი იდგა სახლში მართლა ფანტასტიური.
Go to the top of the page
 
+Quote Post
giorgi XIII
პოსტი Sep 17 2008, 11:11 AM
პოსტი #18


მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 855
რეგისტრ.: 16-June 08
მდებარეობა: mtskheta
წევრი №: 35



ციტატა(maiko @ Sep 17 2008, 03:08 AM) *
მახო,
დაჩირებული მაჭკვნარა თუ გიჭამია?
დედაჩემი აშრობდა და ზამთარში წვნიანში და ისედაც შემწვარს გვიკეთებდა.
არომატი იდგა სახლში მართლა ფანტასტიური.

მაგას დედაჩემიც აშრობს ხოლმე და მერე ზამთარში აკეთებს ხოლმე ნიგვზით. იფ იფ იფ, მერე როგორ უხდება კახური და გუდის ყველი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
makho
პოსტი Sep 17 2008, 01:52 PM
პოსტი #19


ხამანწკათა შემაკრთომელი
*****

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 5,043
რეგისტრ.: 2-June 08
წევრი №: 7



ციტატა(maiko @ Sep 17 2008, 11:08 AM) *
მახო,
დაჩირებული მაჭკვნარა თუ გიჭამია?
დედაჩემი აშრობდა და ზამთარში წვნიანში და ისედაც შემწვარს გვიკეთებდა.
არომატი იდგა სახლში მართლა ფანტასტიური.


კი, მაგარი რამეა. ჩვენი სოფლის თავზე, რიშეულაზეა ბევრი მანჭკვალა, ახლაა სწორედ სეზონი sad.gif იქნებ ოქტომბერში მაინც წავიდე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
maiko
პოსტი Sep 17 2008, 05:44 PM
პოსტი #20


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 245
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 20



კარგი იქნება რაჭაში რამოდენიმე დღეც კი საოცრად ასვენებს ადამიანს.
და მაჭკვნარასაც თუ დაკრებ ხო საერთოდ "კრასატა" smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
proletariati
პოსტი Sep 27 2008, 12:59 PM
პოსტი #21


მარნის ლომი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 640
რეგისტრ.: 2-July 08
მდებარეობა: goris mazra
წევრი №: 40



ბაღაფს მანჭკვალას მატყუარა ყვარებია ნამეტნავად... smile.gif


--------------------
გიორგი შემოაგინებს დედისა და მამის ყელსა,
- ვა, შე საწყალო არსენა, რათა ხარ ჭკუა თხელია?
მე დღეს ღვინოს როგორ დავლევ, წითელი პარასკევია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
maiko
პოსტი Jan 29 2009, 11:19 AM
პოსტი #22


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 245
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 20



სოკოს მომზადების უბრალო და მარტივი რეცეპტი.

გარჩეული სოკო კარგად გავრეცხოთ და რამდენიმე წუთით აუცილებლად ცივ გამდინარე წყალში გავაჩეროთ.
დავტოვოთ ცხაურზე სანამ წყალი დაიწრიტება შემდეგ წვრილად დავკეპოთ. ავიღოთ 4 თავი ხახვი და ისიც წვრილად დავჭრათ. შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში და დავამატოთ ადუღებული წყალი. ვხარშოთ, წყალს რომ შეიშრობს მოვშუშოთ ზეთში. სანამ სოკო მოიხარშება დავნაყოთ წიწაკა მარილი ქინძი და ნიგოზი და შემდეგ უკვე მოთუშულ სოკოს მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ. პირადად მე ძალიან მიყვარს მწვანილი და ლანგარზე გადმოტანილ სოკოს კერძს ზემოდან წვრილად დაჭრილ ქინძსაც ვაყრი.
რაც შეეხება ინგრადიენტებს 1 კილოგრამ სოკოზე აიღეთ 4-5 თავი ხახვი. ნიგოზი კი ჯობია 1 ან 1,5 ჩაის ჭიქა იყოს.
სურათს დავდებ მოგვიანებით. smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Jan 29 2009, 04:25 PM
პოსტი #23


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,070
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



ციტატა(maiko @ Jan 29 2009, 03:19 AM) *
სოკოს მომზადების უბრალო და მარტივი რეცეპტი.

გარჩეული სოკო კარგად გავრეცხოთ და რამდენიმე წუთით აუცილებლად ცივ გამდინარე წყალში გავაჩეროთ.
დავტოვოთ ცხაურზე სანამ წყალი დაიწრიტება შემდეგ წვრილად დავკეპოთ. ავიღოთ 4 თავი ხახვი და ისიც წვრილად დავჭრათ. შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში და დავამატოთ ადუღებული წყალი. ვხარშოთ, წყალს რომ შეიშრობს მოვშუშოთ ზეთში. სანამ სოკო მოიხარშება დავნაყოთ წიწაკა მარილი ქინძი და ნიგოზი და შემდეგ უკვე მოთუშულ სოკოს მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ. პირადად მე ძალიან მიყვარს მწვანილი და ლანგარზე გადმოტანილ სოკოს კერძს ზემოდან წვრილად დაჭრილ ქინძსაც ვაყრი.
რაც შეეხება ინგრადიენტებს 1 კილოგრამ სოკოზე აიღეთ 4-5 თავი ხახვი. ნიგოზი კი ჯობია 1 ან 1,5 ჩაის ჭიქა იყოს.
სურათს დავდებ მოგვიანებით. smile.gif


ალბათ, ქამა სოკოზეა საუბარი. ყველა სოკო ერთნაირად ხომ არ მზადდება?


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
maiko
პოსტი Jan 30 2009, 11:32 AM
პოსტი #24


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 245
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 20



"ყველა სოკო ერთნაირად ხომ არ მზადდება?"
თითქმის ყველა სოკოს მომზადება შეიძლება ასე.
ასე შეწვა კანსაკუთრებით "ხორციან" სოკოს უხდება. smile.gif smile.gif smile.gif
ნიგვზისს გარეშეც უბრალოდ რომ შევწვათ მაინც გემრიელია.
ოღონდ თავიდან წყალში აუცილებლად უნდა ვადუღოთ.
ასევე შესაძლებელია აჯიკათი შეკმაზო.

Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Jan 30 2009, 01:14 PM
პოსტი #25


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,070
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



ციტატა(maiko @ Jan 30 2009, 03:32 AM) *
თითქმის ყველა სოკოს მომზადება შეიძლება ასე.
ასე შეწვა კანსაკუთრებით "ხორციან" სოკოს უხდება. smile.gif smile.gif smile.gif
ნიგვზის გარეშეც უბრალოდ რომ შევწვათ მაინც გემრიელია.
ოღონდ თავიდან წყალში აუცილებლად უნდა ვადუღოთ.
ასევე შესაძლებელია აჯიკათი შეკმაზო.


მე მაინც მგონია, რომ ამგვარად თუ მოვამზადებთ სოკოს ისეთ სახეობებს, როგორიცაა _ მჭადა, მიქლიო და ნიყვი, მათ დავუკარგავთ საუკეთესო გემურ თვისებებს. ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა მოვხარშოთ მჭადა და ნიყვი, როცა პირდაპირ შემწვარი უფრო გემრიელია.

რაჭაში ქათამბარკალას (იგივე _ მიქლიო) ვინ ხარშავს? ohmy.gif laugh.gif

სხვა საქმეა ხის სოკოები. არ ვიცი "ხორციან" სოკოებს რას უწოდებ. თუ ხის სოკოებზეა საუბარი _ მაგალითად, მანჭკვალაზე, ან კალმახაზე, მე მგონი, შენი რეცეპტი მართლაც ძალიან გამოსადეგი იქნება.


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
maiko
პოსტი Jan 30 2009, 03:03 PM
პოსტი #26


გამოცდილი მეღვინე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 245
რეგისტრ.: 3-June 08
წევრი №: 20



"მჭადა, მიქლიო და ნიყვი"
გეთანხმები რა თქმა უნდა ამათი პირდაპირ შეწვა ჯობია smile.gif smile.gif smile.gif
ამიტომ დავწერე " თითქმის" smile.gif smile.gif smile.gif

ბავშობაში რუსეთში დეიდაშვილებთან ერთად ვკრეფდით სოკოს თითქმის ყოველდღე და ყოველ საღამოს სოკო გვქონდა, არ გვეზრდებოდა . smile.gif smile.gif smile.gif
თეთრი სოკო უგემრიელესი იყო მათ შორის.

პ.ს. არასდროს მშინებია სოკოთი მოწამვლის და არც არასდროს მოვწმლულვარ.
მაგრამ ეხლა ამბობენ, რომ რაღაც "გადაჯიშება" მოხდა სოკოსი და ადრე სრულიად უვნებელი სოკო შეიძლება მომწამლავი გახდეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Jan 30 2009, 03:14 PM
პოსტი #27


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,070
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



ციტატა(maiko @ Jan 30 2009, 07:03 AM) *
"მჭადა, მიქლიო და ნიყვი"
გეთანხმები რა თქმა უნდა ამათი პირდაპირ შეწვა ჯობია smile.gif smile.gif smile.gif
ამიტომ დავწერე " თითქმის" smile.gif smile.gif smile.gif

ბავშობაში რუსეთში დეიდაშვილებთან ერთად ვკრეფდით სოკოს თითქმის ყოველდღე და ყოველ საღამოს სოკო გვქონდა, არ გვეზრდებოდა . smile.gif smile.gif smile.gif
თეთრი სოკო უგემრიელესი იყო მათ შორის.

პ.ს. არასდროს მშინებია სოკოთი მოწამვლის და არც არასდროს მოვწმლულვარ.
მაგრამ ეხლა ამბობენ, რომ რაღაც "გადაჯიშება" მოხდა სოკოსი და ადრე სრულიად უვნებელი სოკო შეიძლება მომწამლავი გახდეს.

ჩემი აზრით, არაფერი გადაჯიშებაც არ მომხდარა. თუმცა, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. სტატიაც გვქონდა "ვერსიაში" და თუ ვიპოვე სადმე, აქაც გამოვაქვეყნებ.

მანამდე, აგერ პრესა.გე-ს მასალას დავდებ. დაახლოებით ასეთი კომენტარები გვქონდა ჩვენც. მთავარი პრობლემა მაინც არის უვიცობა. როცა სოკოს ცნობა არ იცი, არ უნდა დაკრიფო და მითუმეტეს _ არ უნდა შეჭამო. ესაა აქსიომა!

საავადმყოფოები სოკოთი მოწამლულებით გაივსო

დასავლეთ საქართველოსა და ხაშურის რაიონის მოსახლეობა სოკოთი მასობრივად მოიწამლა. სამი ბავშვი უკვე უკვე გარდაიცვალა, თბილისი საავადმყოფოები მოწამლულებით გაივსო.
აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში ადამინიანები ჩვეულებრივი საჭმელი სოკოთი მოიწამლენ, რომელსაც საკვებად ადრეც იყენებდნენ.
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში სოკოს ინტოქსიკაციით მიყვანილი 2 და 8 წლის ასაკის ორი ბავშვი გარდაიცვალა. როგორც ბავშვთა კლინიკის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ქეთევან ნემსაძემ განაცხადა, ოქტომბერში სოკოთი მოწამვლის ფაქტებმა მოიმატა.
ოქტომბერში იაშვილის კლინიკაში სოკოთი მოწამლული 12 მოზარდი მიიყვანეს, მათ შორის 2 ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნემსაძის თქმით, სოკოთი მოწამლულები ხაშურიდან და ზუგდიდიან არიან. ამჟამად აღნიშნულ კლინიკაში სოკოთი მოწამლული ოთხი ბავშვი მკურნალობს.
- ”ამ პერიოდში სოკოთი მოწამვლის მაჩვენებელი მაღალია, რადგან ამ პერიოდში ტყეში ე.წ. ”მუხამორი” სოკო იზრდება და ხალხს ის საკვებ სოკოში ერევა”, - განმარტა ქეთევან ნემსაძემ.
საქართველოს მთავარი ტოქსიკოლოგის თემურ კობიძის თქმით, წუხანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სოკოთი მოწამვლის 37 შემთხვევაა დაფიქსირებული. მოწამლულები ძირითადად ხაშურის რაიონიდან არიან.
საერთო ჯამში, სოკოთი მოწამლული 50-მდე ადამიანი თბილისის რამდენიმე საავადმყოფოში გადაანაწილეს. დაზარალებულები ხაშურის რაიონის მაცხოვრებლები არიან და ყველანი ნიყვის ჯიშის სოკოთი მოიწამლნენ.
ზოგმა მათგანმა სოკო ბაზარში იყიდა, ზოგმა კი ტყეში თავად დაკრიფა. ხაშურის რაიონის გარდა სოკოთი მოწამლულები სამეგრელოდანაც არიან.
ზუგდიდის რაიონში მცხოვრები 14 წლის ბავშვი ახლახან გარდაიცვალა და მისი მშობლების მდგომარეობაც მძიმეა. ინტოქსიკაცია იმდენად მძიმეა, რომ მკურნალობის ქვეშ მყოფი ადამიანების სარეაბილიტაციო პროცესი 6 თვე გაგრძელდება. თითოეული მათგანი ამ პერიოდში ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს.
მოწამლულების განცხადებით, მსგავსი სოკოთი ისინი ადრეც იკვებებოდნენ, მაგრამ არავინ მოწამლულა. ტოქსიკოლოგები ასეთ მასობრივ მოწამვლას შემოდგომის პერიოდსა და შექმნილ ეკოლოგიურ გარემოს უკავშირებენ. ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი მკურნალობს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში სოკოთი ინტოქსიკაციის ფაქტები არცთუ იშვიათად ვლინდება. ”არსებობს შხამიანი და პირობითად შხამიანი სოკოები. შხამიანი სოკო გასაგებია, რომ ის არის შხამიანი. პირობითად შხამიან სოკოს კი განეკუთვნება ის კატეგორია, რომელიც მომწამლავ თვისებას ავლენს მხოლოდ მომზადების ტექნოლოგიის დარღვევის შემთხვევაში”, - აღნიშნა თემურ კობიძემ.
ზოგადად, სოკოთი მოწამვლის ფონური სიხშირე საქართველოში ყოველთვის არის და ეს ხდება მაშინ, როდესაც სოკო ამოდის, ანუ ზაფხულსა და შემოდგომაზე. როგორც წესი, სოკოთი მოწამვლის ყველა შემთხვევა არის შემთხვევითი, როდესაც ადამიანს ეშლება შხამიანი და არაშხამიანი სოკო ერთმანეთში. სხვა წლებთან შედარებით წლეულს სოკოთი მოწამვლის რაოდენობამ მოიმატა გარკვეულ რეგიონებში.
- ”სოკოებს აქვთ ნიადაგში და ჰაერში არსებული ნივთიერებების კონცენტრაციის თვისება. სოკოში არსებული ქიმიური ნივთიერებების რაოდენობა შეიძლება ბევრად აღემატებოდეს ამავე სოკოს საზრდელ მიწაში არსებულს”.
”თუ ჩავატარებთ სამანქანო ტრასებთან ახლოს ამოზრდილი ნებისმიერი სოკოს (თუნდაც საკვებად ვარგისის), ქიმიურ ანალიზს, მასში ვიპოვით მანქანის გამონაბოლქვი აირების ქიმიური კომპონენტების (მაგალითად, ტეტრაეთილტყვიის) მაღალ კონცენტრაციას”.
”წლეულს სოკოთი მოწამვლის ფაქტებმა იმატა საჩხერეის, ჭიათურის, ხაშურის რაიონებსა და კახეთის რეგიონშიც. ზოგადად საჩხერესა და ჭიათურის რაიონებში სოკოთი მოწამვლის შემთხვევები ყოველთვის მაღალი იყო”, - დასძინა კობიძემ.


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი Mar 29 2009, 01:49 PM
პოსტი #28


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,070
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



მაგარი რეცეპტი დაიდო ბლოგზე:

დაბლენდერება რა არის, ერთი ეგ ვერ გავიგე sad.gif

სოკოს სუპი

მასალა:

0.5კგ. ქამა სოკო, 2-3 სასუალო ხახვი, 2 სტაფილო, 2 სადილის კოვზი ფქვილი.

მომზადება:

სოკოს გავრეცხავთ, მოვაცილებთ ქუდებს. ცალკე ჯამში მოვათავსებთ ქუდებს და ცალკე ძირებს. ხახვს მოვთუშავთ ზეთში. დავამატებთ სოკოს დაჭრილ ძირებს, გახეხილ სტაფილოს [მოვშუშავთ ხახვთან ერთად], გავაცივებთ და დავაბლენდერებთ. დავუმატებთ ფქვილს და ცოტა წყალს. სოკოს ქუდებს ჩავყრით ქვაბში [თუ პატარა ქუდებია, შეგიძლიათ არ გაჭრათ]. დავასხამთ დაახლოებით 2 ლიტრ წყალს. მოვხარშავთ ქუდებს. მოხარშულ ქუდებს დროებით ამოვიღებთ. დარჩენილ სითხეში დაბლენდერებული მასა ჩავუშვათ ნელ-ნელა. წამოვადუღების შემდეგ, მივიღებთ ბლანტ, ჰომოგენურ მასას. ამ მასაში ჩავუშვათ სოკოს ქუდები, დავუმატოთ მარილი და პილპილი. სუპი გემრიელია გაფიცხებულ ტოსტერის პურზე წასმული ნიორით.


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post
kevana
პოსტი May 5 2009, 11:24 PM
პოსტი #29


მეღვინე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 3-May 09
წევრი №: 1,761



და თაგუნა სოკო თქვიით? ეგ რაჭაში სოფელ გორში იზრდება, იქ სადაც ტელე ანძა დგას, ნაძვნარში.
მთელი რიტუალი იყო - დამწკრივდებოდნენ ქალები შემოდგომაზე, მაგ დროს მოდის ეს სოკო და მოჰქონდათ ბეეევრი, ბევრი. რუხი ფერის, წვრილი სოკოა, რომელსაც ძირითადად ზამთრისთვის ინახავენ, ანუ აკონსერვებენ და მერე, ზამთარში აკეთებენ დაახლოებით ასე:

სასურველია გახსნის შემდეგ სოკო კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ წყალში.

გვინდა:
გატარებული ნიგოზი, წითელი წიწაკა, ქინძი და ძმარი და მარილი. ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა სევაზილოოთ და მიღებული მასა შემდეგ სოკოს ჩავახუტოთ.
მართლა უღვთოდ გემრიელია smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
მეკვლე
პოსტი May 6 2009, 12:41 AM
პოსტი #30


ნამდვილი მასაი
*****

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,070
რეგისტრ.: 3-July 08
მდებარეობა: დიდი დიღომი
წევრი №: 42



ციტატა(kevana @ May 5 2009, 03:24 PM) *
და თაგუნა სოკო თქვიით? ეგ რაჭაში სოფელ გორში იზრდება, იქ სადაც ტელე ანძა დგას, ნაძვნარში.
მთელი რიტუალი იყო - დამწკრივდებოდნენ ქალები შემოდგომაზე, მაგ დროს მოდის ეს სოკო და მოჰქონდათ ბეეევრი, ბევრი. რუხი ფერის, წვრილი სოკოა, რომელსაც ძირითადად ზამთრისთვის ინახავენ, ანუ აკონსერვებენ და მერე, ზამთარში აკეთებენ დაახლოებით ასე:

სასურველია გახსნის შემდეგ სოკო კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ წყალში.

გვინდა:
გატარებული ნიგოზი, წითელი წიწაკა, ქინძი და ძმარი და მარილი. ეს ყველაფერი ერთმანეთს უნდა სევაზილოოთ და მიღებული მასა შემდეგ სოკოს ჩავახუტოთ.
მართლა უღვთოდ გემრიელია smile.gif


ეს თაგუნა სოკო ნეტა რომელი უნდა იყოს? მე აქამდე არც გამიგია და არც წამიკითხავს ასეთი სოკოს შესახებ.


--------------------
მე დონდღლაბი (მჭკნარა)
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



ახლა არის: 29th November 2014 - 01:32 PM